თბილისი:
მანჩესტერი:
9-07-2014, 15:17
ავტორი: love united,
ნანახია: 2883,
კომენტარები: 10
სატრანსფერო სიახლეები "იუნაიტედის" გარშემო
საინტერესო ინფორმაციები ტრანსფერებთან დაკავშირებით
სატრანსფერო სიახლეები
"იუვენტუსი" მანჩესტერელებს პატრის ევრას სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს სთავაზობს. როგორც ცნობილია, "იუნაიტედის" ახალ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს ფრანგის შენარჩუნება სურს, მაგრამ ფეხბურთელის მეუღლეს ტურინში გადასვლა უნდა. 33 წლის მცველი იტალიაში კვირაში 55,000 ევროს მიიღებს.

სატრანსფერო სიახლეები "იუნაიტედის" გარშემო

იუვენტუსი ევრათი გაძლიერებას გეგმავს


სატრანსფერო სიახლეები "იუნაიტედის" გარშემო

ის ხელფასის სახით 55,000 ევროს მიიღებს


ლუი ვან გაალმა კარგად იცის, თუ როგორი პოპულარობით სარგებლობს ევრა "ოლდ ტრაფორდზე". მას ასევე მოსწონს პატრისის სათამაშო სტილი. ლუკ შოუს გადასვლა "იუნაიტედში" ევრას ნაკლებ სათამაშო დროს უტოვებს. შესაძლოა ეს მთავარი მომენტი გამოდგეს გადაწყვეტილების მიღების დროს. მანჩესტერელები კიდევ ერთ მარცხენა მცველს აკვირდებიან. რიკარდო როდრიგესი "ვოლფსბურგის" ფეხბურთელია და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივარს თავი კარგად დაამახსოვრა შვეიცარიის შემადგენლობაში. არგენტინასთან მატჩში მას მესის განეიტრალება ევალებოდა და დავალება კარგად შეასრულა. 21 წლის ფეხბურთელით "ლივერპულიც" დაინტერესდა. "ვოლფსბურგის" ხელმძღვანელობა რიკარდოს გაყიდვას 15 მილიონი ევროს ფარგლებში აპირებს.

"იუნაიტედი" ასევე ცდილობს ჩილელი ვარსკვლავის, არტურო ვიდალის შეძენას 37 მილიონ ევროდ. ვან გაალს სურს ნახევარმცველის შეძენა. ვიდალს ნორმალური მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა, იმის გათვალისწინებით, რომ მუნდიალის დაწყებამდე ტრავმა აწუხებდა.

სატრანსფერო სიახლეები "იუნაიტედის" გარშემო

ვან გაალს ვიდალის "ოლდ ტრაფორდზე" ხილვა სურს


სატრანსფერო სიახლეები "იუნაიტედის" გარშემო

ინგლისელები "იუვენტუსს" არტუროს სანაცვლოდ 37 მილიონს სთავაზობენ


როგორც the guardian იუწყება, "იუნაიტედის" ჰოლანდიელი სპეციალისტის მთავარი სამიზნე არგენტინელი ანხელ დი მარიაა, გერმანელ მცველ მატს ჰუმელსთან ერთად. ფეხბურთელების საერთო ფასი დაახლოებით 75 მილიონი ევროა. დი მარია დღეს ჰოლანდიელთა წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ის ჩემპიონთა ლიგის ფინალში საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მატს ჰუმელსს "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2017 წლამდე აქვს და მის გახანგრძლივებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს. სავარაუდოდ მას დორტმუნდელები გაყიდიან, რადგან მისი უსასყიდლოთ გაშვება არ მოუხდეთ. ჰუმელსის ფასი დაახლოებით 25-30 მილიონი ევროა. ვან გაალი აფასებს მატსის მონაცემებს. სწორედ მისი მუშაობის პერიოდში ირიცხებოდა ჰუმელსი "ბაიერნის" შემადგენლობაში. ასე რომ, ჰუმელსის "ნისლიან ალბიონზე" ხილვა სავსებით შესაძლებელია.

წყარო:the guardian
dailymail
ტრანსფერები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Ferdinand5
9 ივლისი 2014 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
eseni ki vicodit fellow
0
№2
ავტორი: Count Alucard
9 ივლისი 2014 15:31
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
თუ ყველა ტრანსფერი გამოვიდა მინიმუმ 100 მილიონი კიდე უნდა დაიხარჯოს და წელს ჯამში 220 მილიონი ევრო გამოდის დახარჯული lol 220 მილიონი ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთად აღებული არ დაუხარჯავს გუნდს.
0
№3
ავტორი: darcmela
9 ივლისი 2014 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
დიმარია იყიდონ ამ გოიმებმაა
0
№4
ავტორი: gilmour
9 ივლისი 2014 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
დიმარია, ჰუმელსი და ვიდალი თუ ვიყიდეთ ფანკლუბის შეკრება მოვაწყოთ და მაგრა დავთვრეთ
0
№5
ავტორი: GeorgeBest
9 ივლისი 2014 16:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ევრაზე უკვე ბევრს წერენ და იმედია არ წავა
0
№6
ავტორი: Best 7
9 ივლისი 2014 17:00
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვიდალის გადმოსვლა მინდა მაგრა
0
№7
ავტორი: Rosso Diavolo
9 ივლისი 2014 17:24
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
აუცილებლად უნდა გადმოიყვანონ ვიდალი და ამ ტრანსფერში ნანი, თუ საჭირო გხდა ევრაც უნდა ჩართონ
0
№8
ავტორი: RojoDiablo
9 ივლისი 2014 17:59
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აჰ, ევრა მგონი მართლაც წავა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Manchester_M
9 ივლისი 2014 19:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ევრა არ წავიდეს რა ვიდალზე უფრო დი მარია მინდა ჰუმელსი და დი მარია დავითრიოთ შეიძლება კროსს რამე მოუხეხონ არ მინდა ეს ვიდალი :@
0
№10
ავტორი: chicha_chicha14
9 ივლისი 2014 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
ვიდალი მეც მაგრად მინდა. რა კარგია რო ჩიჩარიტოზე არაფერი წერია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top