"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, პოლ სქოულზმა ის ფეხბურთელები ჩამოუთვალა ლუი ვან გაალს, რომელთა ხილვაც მას "ოლდ ტრაფორდზე" სურს.
მატს ჰუმელსი და არიენ რობენი სქოულზის რადარზეც მოხვდნენ და მათით ლუი ვან გაალიც გახლავთ დაინტერესებული.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე მიმართ თავად მატს ჰუმელსს, რათა შეეტყო, იყო თუ არა მზად გერმანელი "ოლდ ტრაფორდზე" გადასასვლელად. ვან გაალი კი უკვე დიდი ხანია გახლავთ არიენ რობენის პირადი გულშემატკივარი და მისი ხილვაც სურს "იუნაიტედში".
სქოულზმა თავის Paddy Power blog-ზე დაწერა: "მომდევნო წელს "ოლდ ტრაფორდზე" საიმოვნებით მეყოლებოდა შემდეგი გუნდი. ტონი კროოსი 25 მლნ.-ად "რეალ მადრიდში"? სისულელეა!"
სქოულზის სიმბოლური მსოფლიო გუნდი კი შემდეგნაირად გამოიყურება: