Daily Mail - ის ცნობით, ადნან იანუზაი კოსოვოს ნაკრების ნაცვლად ბელგიის ნაკრების არჩევის გამო ფიზიკურ შეურაცხყოფას იღებს კოსოვოელი მოქალაქეებისგან.
ადნან იანუზაის საშუალება ჰქონდა თურქეთის, ალბანეთის, კოსოვოს და ინგლისის ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ მან ბელგიის ნაკრები არჩია და მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში გამოდიოდა. ამ გადაწყვეტილებამ კოსოვოელები გაანაწყენა, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულს ფიზიკურად უსწორდებიან.
ადგილობრივმა სერბულმა რადიოსადგურებმა და ბელგიურმა გაზეთებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ თუ კი იანუზაი კოსოვოში ნათესავების სანახავად ჩავიდოდა, მას აუცილებლად საიქიოში გაისტუმრებდნენ.