თბილისი:
მანჩესტერი:
9-07-2014, 11:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1777,
კომენტარები: 5
ფერგი დი სტეფანოს იხსენებს
სერ ალექსი დი სტეფანოსთან ურთიერთობას იხსენებს.
ფერგი დი სტეფანოს იხსენებს
ორშაბათს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, მადრიდის "რეალისა" და ფეხბურთის ლეგენდა, ალფრედო დი სტეფანო. მსოფლიო ფეხბურთის უამრავმა გამოჩენილმა ფიგურამ დი სტეფანოს პატივი მიაგო. მათ რიცხვს არც სერ ალექს ფერგიუსონი ჩამორჩენია.

"ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა, რომელიც მუდმივად ჩნდება არის: "ვინ არის მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი ფეხბურთელი?" სახელების ჯაჭვი ჩნდება: კრუიფი, მარადონა, პელე, პუშკაში და დი სტეფანო. ჩემი წარმოდგენით ალფრედო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე იყო."

"ალფრედო დაუჯერებლად ბალანსირებული ფეხბურთელი იყო. ევროპის ჩემპიონების თასის ფინალში "აინტრახტის" კარში გატანილ მის გოლს თუ ნახავთ, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ. სანამ ფინალში მადრიდის "რეალს" დაუპირსპირდებოდა, "აინტრაქტმა" "რეინჯერსი 6-3 და 6-1 ანგარიშით დაამარცხა. მაშინ მათ ღმერთებად მიიჩნევდნენ. ფინალში კი "რეალმა" დი სტეფანოს თაოსნობით, გერმანელები 7-3 დაამარცხა. ვგონებ ეს ყველაზე სანახაობრივი ფინალი იყო. ეჭვი მეპარება ვინმემ 10 გოლის გატანა მოახერხოს ფინალში."

"მაგრამ დი სტეფანოსადმი ჩემი საუკეთესო მოგონება "აბერდინისა" და "რეალის" ფინალური დაპირისპირება იყო, როცა ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ. როცა ფინალამდე ერთი დღით ადრე გუნდები ერთად ვარჯიშობდნენ, დი სტეფანოს შამპანური და ვისკი ვაჩუქე, რათა ამით ჩემი პატივისცემა გამომეხატა. ვუთხარი: "ბატონო დი სტეფანი, თვენთვის საჩუქრის ჩუქება მინდა". მას ძალიან გაუკვირდა ჩემი ქმედება."

"მატჩის შემდეგ მან მითხრა: "იმის ყიდვა, რაც "აბერდინშია" ფულით შეუძლებელია. მათ სული და ოჯახური სულისკვეთება აქვთ". ნათელია, რომ ასეთი ადამიანის გუბებიდან ამოსული სიტყვები განსაკუთრებული ქება იყო ჩვენთვის".
- იგონებს ფერგიუსონი.

redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
9 ივლისი 2014 11:31
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ცოდოა recourse
0
№2
ავტორი: Macklemore
9 ივლისი 2014 12:50
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ადრე კალათბურთს თამაშობდნენ? 6-3, 6-1 და ფინალსი 7-3იო :D :D
0
№3
ავტორი: don_vini
9 ივლისი 2014 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ეს აბერდინი რეალი თასების მფლობელთა თასზე იყო ხო თუ გახსოვთ? 2-1 რო მოიგო აბერდინმა 1983 ში?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№4
ავტორი: GeorgeBest
9 ივლისი 2014 17:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბაბუ love ყველას დაფასება იცის ამ კაცმა
0
№5
ავტორი: RojoDiablo
9 ივლისი 2014 18:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Macklemore,
კალათბურთში უფრო დიდი ანგარიშებია :D ჰოკეი, ჰოკეის თამაშობენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top