გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა, რომელმაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში ბრაზილიის წინააღმდეგ დუბლი მიითვალა აცხადებს, რომ "რეალში" მისი გადასვლის შესახებ გავრცელებული ხმები მხოლოდ პრესის მოგონილია და საკუთარი მომავალი შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ მუნდიალის შემდეგ მიიღებს.
"საკუთარ თავზე უამრავი სტატია წავიკითხე და ვიმეორებ - არავითარი გადაწყვეტილება არ მიმიღია. საკუთარი ძალების მსოფლიო ჩემპიონატზე დახარჯვა მსურს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებ საკლუბო საქმეებზე. მოცემული გადაწყვეტილება გახმაურდება არა პრესის, არამედ ჩემ მიერ."
"როგორც კი დამთავრდება მსოლფიო ჩემპიონატი, მაშინვე უფრო მეტს გავიგებთ ამ საკითხზე. გამორიცხული არაა, რომ "ბაიერნში" დავრჩე." - აცხადებს კროოსი.