თბილისი:
მანჩესტერი:
9-07-2014, 10:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1688,
კომენტარები: 9
"25%-ით გაგვაუმჯობესებს"
პოლ სქოულზი ლუი ვან გაალზე საუბრობს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი, პოლ სქოულზი თვლის, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი კლუბის შედეგებს წინა წელთან შედარებით 20-25%-ით გააუმჯობესებს.

დევიდ მოიესის 10 თვიანი, დეპრესიული მმართველობის პერიოდში განცდილი იმედგაცრუების შემდეგ "იუნაიტედმა" განახლება დაიწყო და ახალი მთავარი მწვრთნელის მოყვანასთან ერთად უკვე დახარჯა 60 მლნ. ფუნტი.

როგორც "იუნაიტედის" გულშემატკივრები, ისე პოლი მოუთმენლად ელოდება ახალი სეზონის დაწყებას და სჯერა, რომ ვან გაალი გუნდის შედეგებს გააუმჯობესებს.

"ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები (და მეც) მოუთმენლად ველოდებით ლუი ვან გაალის მუშაობის დაწყებას."

"მისი გუნდი, რომელსაც ერთი ნაბიჯი აშორებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე, არ არის ჰოლანდიის კლასიკური ნაკრები. მსგავსი პროცედურის გატარება მოუწევს "იუნაიტედშიც", მას შემდეგ რაც კლუბს შოკისმომგვრელი 2013/14 წლების სეზონი ჰქონდა."

"ჩანს ვან გაალს მიდასის შეხების უნარი გააჩნია და თავისი სამწვრთნელო რეპუტაციითა თუ გამოცდილების ხარჯზე მას კლუბისთვის ბევრი რამის გაკეთება ძალუძს. ვგრძნობ, რომ წინა სეზონის შედეგებს 20-25%-ით გააუმჯობესებს".


"ახალწვეულების, ლიუკ შოუს, ანდერ ერერასა და არსებული ფეხბურთელებისგან ის მაქსიმუმს მიიღებს. მე მართლაც აღტაცებით ველოდები ახალ სეზონს." - განაცხადა სქოულზმა Paddy Power-ის საკუთარ ბლოგზე.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 ივლისი 2014 10:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვინც არ იცის რა იგულისხმა პოლმა სიტყვაში მიდასის შეხება, შეუძლია პასუხი მიიღოს აქ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 ივლისი 2014 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველას ძალიან დიდი მოლოდინი აქვს ვან გაალის და დარწმუნებული ვარ რო ეს კაცი შედეგს დადებს.
0
№3
ავტორი: chudikone
9 ივლისი 2014 10:30
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მჯერა რო გაამართლებს ვან გაალი და მინდა რო დიდი ხანი იყოს კლუბში, მაგრამ ასაკიანია და ესაა ცუდი ამბავი..

ამასთანავე საინტერესო მითი ყოფილა მეფე მიდასზე, მადლობა გიო :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: RedTeen
9 ივლისი 2014 10:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მეტი ჯერ შეუძლებელიც არის.. ყველაფერი ნელ-ნელა მოგვარდება... ფაქტობრივად გაალი ნულიდან იწყებს..
0
№5
ავტორი: RojoDiablo
9 ივლისი 2014 10:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
chudikone,
არაფერს...თუ ყველაფერს ასეთ ოქროდ აქცევს მაგაზე მეტი რა გვინდა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Manchester_M
9 ივლისი 2014 10:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
წინა სეზონთან შედარებით 25 % ით გაუმჯობესება არ იქნება საკმარისი მინიმუმ 50 % მაინც :D
0
№7
ავტორი: Amanda Seyfried
9 ივლისი 2014 11:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ტრანსფერები გვინდა კიდე, ფლანგი და დაცვა უნდა გავაძLიეროთ
0
№8
ავტორი: Macklemore
9 ივლისი 2014 12:56
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
RojoDiablo,
ეგ ისტორია ვიცოდი, ოღონდ სახელია რვიცოდი მეფის :D :D

ვნახოთ რა იქნება! ამ სეზონში 4ეული გვინდა უეჭველად და დანარჩენი მერე იყოს. ჩემპიონობას ნუ მოვთხოვთ ვან გაალს!
0
№9
ავტორი: don_vini
9 ივლისი 2014 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ვნახოთ.პოლი და ამავდროულად ყველა მანჩესტერის ბალეშიუკებიც როგორ შევცქერით სეზონის დაწყებას.ეს ძალაინ დიდი ზეწოლა და სტრესია ვან გაალზე,და მან ესეც უნდა გადალახოს.ძალიან მძიმე მისია აკისრია ვან გაალს და დიდი იმედი მაქვს მაგრათ გაართმევს თავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top