ლუი ვან გაალი კლუბს არ დააკლდება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ აშშ-ში ტურნეს მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალიც დაესწრება.
18 ივლისს "მანჩესტერ იუნაიტედი" ლოს-ანჯელესში ჩაფრინდება, რათა დაგეგმილი 5 შეხვედრიდან პირველი გამართოს. "იუნაიტედის" პირველი მეტოქე "ლა გალაქსი" იქნება. International Champions Cup- ის ტურნირის ეგიდით, "იუნაიტედი" შეხვდება ისეთ გუნდებს, როგორიცაა "რომა", "ინტერი" და "რეალი". თუმცა წარმატების შემთხვევაში კლუბი ფინალურ ეტაპზე კიდევ ერთ დაპირისპირებას გამართავს.
ლუი ვან გაალი ჯერ კიდევ ასპარეზობს ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე და შეუძლია ფინალში თამაშის უფლება დღესვე მოიპოვოს.
ამგვარად, ვან გაალის საზაფხულო დასვენება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე დღიანი გამოდგეს. თუმცა ვან გაალი არ აპირებს კლუბისგან შორს ყოფნას.
ასევე "იუნაიტედმა" განაცხადა, რომ ამერიკაში ხუან მატას, უეინ რუნის, შინჯი კაგავას, დავიდ დე ხეასა და ორივე ახალწვეულის სახით, საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჩავა.
fapl.ru