კომპანია adidas-ი არის მთავარი პრეტენდენტი, რომ გახდეს "იუნაიტედის" ახალი ტექნიკური სპონსორი.
ინგლისური კლუბის ფორმის ამჟამიდნელი მომწოდებელმა კომპანიამ, Nike-მა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" სპონსორია 2002 წლიდან, უკვე ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა ინფირმაცია, რომ არ აპირებს ამ საფეხბურთო კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. შეგახსენებთ, ხელშეკრულება 2014/2015 წლის სეზონში ამოიწურება.
The Daily Mail-ი ინფორმაციით, მთავარი პრეტენდენტი adidas-ი აპირებს შესთავაზოს "წითელ ეშმაკებს" 10 წლიანი კონტრაქტი დაახლოებით 750 მილიონი ფუნტის ოდენობით.