8-07-2014, 19:10
ნანახია: 3059,
კომენტარები: 17
30 მილიონი და ნანი ვიდალისთვის
"მანჩესტერი" შეთავაზებას ამზადებს...
The Daily Mail-ის თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა გადაიხადოს 30 მილიონი და გაუშვას ლუიშ ნანი არტურო ვიდალის სანაცვლოდ.
გამოცემის თანახმად "იუნაიტედი" დიდი ხანი ბჭობდა ამ საკითხთან დაკავშირებით და საბოლოოდ 30 მილიონის გადახდაზე და ნანის გაშვებაზე არიან თანახმა.
თვითონ ფეხბურთელი უარს არ იტყვის "მანჩესტერში" გადმოსვლაზე და არც "იუვენტუსი" აპირებს ამ ტრანსფერის ჩაშლას, თუ ისინი ნანის და თანხას მიიღებენ.
წყაროების თანახმად "იუვენტუსს" 40 მილიონი და ნანი სურს, თუმცა "იუნაიტედი" იმედოვნებს, რომ ბებერი ქალბატონი 30 მილიონსაც დათანხმდება.
"იუვენტუსი" ასევე პატრის ევრათია დაინტერესებული, თუმცა "მანჩესტერი" 33 წლის ფეხბურთელის გაშვებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს.
ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პატრისმა სულ ცოტა ხნის წინ კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.