მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ალფრედო დი სტეფანო 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუ ვინმეს გაინტერესებთ რა კავშირი აქვს ამ ლეგენდარულ ფეხბურთელს "მანჩესტერთან" წაიკითხეთ სტატია.
89 წლის ასაკში გარდაიცვალა მადრიდის "რეალისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ალფრედო დი სტეფანო.
ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ 1958/59 წლებში დი სტეფანო ძალიან ახლოს იყო "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებასთან. მადრიდის "რეალი" მზად იყო დახმარება გაეწია გასაჭირში ჩავარდნილი "იუნიატედისთვის". მოგეხსენებათ, 1958 წელს "წითელმა ეშმაკუნებმა" ავიაკატასტროფა განიცადეს, რასაც მოჰყვა აუნაზღაურებელი დანაკარგი. სწორედ ამიტომ, ესპანური გრანდის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს დი სტეფანო "იუნიატედში" გაეშვათ იქამდე, სანამ ინგლისური კლუბი შეძლებდა ძალების აღდგენას. ამ შეთანხმების თანახმად, ხელფასის ნახევარს "რეალი" გადაიხდიდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ შემოთავაზებაზე დი სტეფანო სიხარულით დათანხმდა, თუმცა ინგლისური ფეხბურთის ასოციაციამ დაბლოკა ეს შეთანხმება.
ფოტოზე : დისტეფანო და მეტ ბასბი. 1959 წელი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინგლისური ფეხბურთის ასოციაციამ იმ პერიოდში ძალიან შეუშალა ხელი "იუნაიტედს" განვითარებაში. სწორედ მათ გადაწყვეტილებას მოჰყვა დაზიანებული თვითმფრინავის დროზე ადრე აფრენა, რადგან ასოციაციამ ბელგრადში გამგზავრებულ "იუნიატედს" ინგლისის ჩემპიონატში გასამართი მატჩი გაურკვეველი მიზეზით არ გადაუვადა.
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.