მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სერ ალექს ფერგიუსონის შესახებ საუბრობს.მოგეხსენებათ პარასკევს "ოლდ ტრაფორდზე" სერ ალექს ფერგიუსონის ძეგლის გახსნის ცერემონიაა.სწორედ ამის შესახებ საუბრობს მოურინიო.ჟოზე ერთ დროს ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი იყო,მაგრამ ამ ორ კლუბს შორის მტრული უერთიერთობის მიუხედავად ადრეც და ეხლაც სერ ალექსი და ჟოზე მოურინიო კარგი მეგობრები არიან.
"ის უნიკალური პიროვნებაა.მას ნამდვილად ეკუთვნის ძეგლი ლეგენდარულ სტადიოზე "ოდლ ტრაფორდზე". თუ წარშული გადავიხედავთ ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ რამოდენიმე მწვრთნელი,რომელსაც სერ ალექს შევადარებთ,მაგრამ დღეს-დღეისობით მე ნამდვილად არ ვიცი ესეთი ადამიანი.ის უმაღლეს დონეზე ასრულებს მის სამუშაოს.ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია მისი წასვლა ფეხბურთიდან." - განაცხადა მოურინიომ.
აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ოთხშაბათს,დღის მეორე ნახევარში ქალაქ მანჩესტერში მყოფი ჟოზე მოურინიო სერ ალექს ფერგიუსონს შეხვდა.