ინტერვიუ გიორგი მაჭარაშვილთან.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერი საიტი აგრძელებს ყოველკვირეულ ინტერვიუს მომხმარებლებთან. ჩვენი მომდევნო რესპოდენტი
გიორგი მაჭარაშვილი (Giorgi20002000) გახლავთ. გიორგი VIP ჯგუფის წევრი გახლავთ და იგი ძირითადად კომენტარების წერით გამოირჩევა.
გამარჯობა გიორგი. გაგვეცანით თუ შეიძლება.მე ვარ გიორგი მაჭარაშვილი, 14 წლის. ვცხოვრობ ქალაქ თბილისში. ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ზოგადად სპორტი. მაგალითად მიყვარს ჩოგბურთი, რაგბი, კალათბურთი. ჩემი ჰობი მაინც წიგნების კითხვა და წერაა. ვწერ მოთხრობებს, ლექსებს. თუ მომენტი ჩამივარდა ვცდილობ ვწერო. სკოლაში რა თქმა უნდა, სწავლით ვარ დაკავებული, თუმცა წერასაც ვასწრებ შეთავსებით. აღგვიწერეთ თქვენი დამოკიდებულება "მანჩესტერ იუნაიტედისადმი".როგორ გითხრათ... „მანჩესტერ იუნაიტედი“ ეს ჩემში სხვა ასოციას იწვევს. ეს უბრალო კლუბი არ არის. ეს მთელი ცხოვრებაა. თუ კარგად დავაკვირდებით მივხვდებით, რომ როგორც ადამიანებს გვაქვს ჩავარდნა ან წარმატების ზენიტი, ისევე ხდება ამ კლუბშიც. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ყველა გულშემატკივარში დიდ სიამაყის გრძნობას იწვევს. გამონაკლისი არც მე ვარ. მე გამიმართლა, რომ სწორედ ამ დიდებული კლუბის გულშემატკივარი ვარ. დიახ, გამიმართლა იმიტომ, რომ ბავშვობაში ფეხბურთი საშინლად არ მიყვარდა. ერთხელ მახსოვს 2008 წლის ფინალი გადიოდა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლონდონის „ჩელსის“ ეთამაშებოდა. დავჯექი და მთელ თამაშს ვუყურე. მახსოვს პენალტების სერია, რომ დაიწყო მეძინებოდა, თუმცა მაინც გავაგრძელე მატჩის ცქერა. ნელ-ნელა ვიგრძენი, ამ კლუბისადმი სიყვარული. წინ დიდი ზაფხული მელოდა. დავჯექი და მთელ 2007-2008 წლის სეზონს ვუყურე. სიმპატიით განვიმსჭვალე ამ კლუბის მიმართ. ასე მოვდივარ დღემდე. ეს კლუბი ჩემი ცხოვრების ნაწილია. "მანჩესტერ იუნაიტედის" ზედმეტსახელი, "წითელი ეშმაკები" სხვადასხვა საზოგადოებაში სხვადასხვა ასოციაციას იწვევს. მას როგორც დადებითდ, ისე უარყოფითად უცქერენ.
მოგწონთ მეტსახელი - "წითელი ეშმაკები"?რატომაც არა? მანჩესტერს ბევრი დიდი კლუბისთვის მოუგია. მიუნხენის "ბაიერნი" 1-2 „მანჩესტერი“. კიდევ უამრავი მაგალითის გახსენება შეიძლება. ჩვენ ნამდვილი „ეშმაკები“ ვართ. ყოველთვის ვახერხებთ კონტრ მოქმედების შესრულებას. ალბათ ჩვენი დევიზი ასეც უნდა იყოს: დავასწროთ სხვებს ერთი ნაბიჯით! ამას მხოლოდ ნამდვილი ეშმაკები ახერხებენ.დღეისათვის საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ მორწმუნე ფეხბურთელები არ უნდა თამაშობდნენ სარწმუნოების შეურაცხმყოფელი ემბლემიანი გუნდების მაისურით,
თქვენ რა აზრის ხართ?ამ საკითხს, როგორც უბრალო ადამიანი ისე შევხედოთ. წარმოიდგინეთ თქვენ გახდით ფეხბურთელი და თამაშობთ დიდ ფეხბურთს. განა თქვენთვის მნიშვნელოვანია გულზე რა გეხატება ემბლემად? ეს თქვენი პროფესიაა და ვერსად გაექცევით. ზუსტად ასეთი სიტუაციაა. მე ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნე ადამიანი ვარ "მანჩესტერში" გადასვლის შანსი თუ მომეცემა უთუოდ გადავალ. ფეხბურთის და რელიგიის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. (ეს უბრალოდ ჩემი აზრია... შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს ან არ მოეწონოს ჩემი მოსაზრება).გიორგიმ როგორც უკვე გვითხრა, თავისუფალ დროს ცდილობს წერით დაკავდეს. გიორგის შემოქმედება ადრეულ ასაკში დაიწყო და საკმაოდ ფართო "მასშტაბებს" მოიცავს.
პირველად როდის და რა ნაწარმოები შექმენით?იცით, პირველად ბავშვობაში დავიწყე წერა. მახსოვს, სულხან-საბა ორბელიანის იგავი ჩემეულად გადავაკეთე. „სოფლის მაშენებლები“. მე მასში პერსონაჟები და სიუჟეტი გადავასხვაფერე, თუმცა მორალი იგივე დავტოვე. ამ დროს 6 წლის ვიყავი(წერა და კითხვა 4 წლისამ ვისწავლე). შემდეგ უკვე წერა აღარ მიტაცებდა. ჩემი პირველი მცდელობა უნაყოფო გამოდგა. მე-5 კლასში ვიყავი, როცა ახალ რომანზე დავიწყეთ მუშაობა მე და ჩემმა კლასელმა(ბუალო-ნერსეჟაკივით გვინდოდა დეტექტივი შეგვექმნა). „მკვლელობა ქოლსთრიტზე“ ერქვა. ეს რომანი დაუსრულებელი დარჩა. მეტსაც გეტყვი, დავხიეთ და ნაგავში ჩავყარეთ. გავიდა რამდენიმე დღე და რაღაც უცნაურმა გრძნობამ შემაწუხა. პირველად ვიგრძენი რაღაც მნიშვნელოვანის დაკარგვა. დახეულ ფურცლებს უკან ვინ დამიბრუნებდა უკვე დამლაგებელს ჰქონდა წაღებული. იმავე დღეს ახალ რომანს ჩაეყარა საფუძველი. 3 თვის განმავლობაში ვმუშაობდი ამ რომანზე. „დაუსრულებელი დრო“ ერქვა, როგორც მახსოვს. არც ეს რომანი დამისრულებია. 3 თვის მუშაობის მიუხედავად არაფერი გამომივიდა. რომანი დავიწყებას მიეცა. ვგრძნობდი არაფერი გამომდიოდა. რაც უფრო შევდიოდი აზარტში, მით უფრო უფანტაზიო ხდებოდა ჩემი რომანი. ამის შემდეგ ზაფხული დადგა. კარგად დასვენებულმა წერის გაგრძელება აღარ ვისურვე. გავიდა 1 წელი. რაიმე ღირებულის შექმნა არც მიცდია. წინა ზაფხულს გადავწყვიტე რაღაც დამეწერა. თავიდან დამეზარა, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა შემითრია მოთხრობამ. ძალიან მალე დავასრულე. 4 დღეში. თუმცა დიდი არაფერი. „ციხეში ერთხელ“ - ასე ერქვა. ამას მოჰყვა 3 უსახელო მოთხრობა. მივხვდი, რომ ძალებს ვიკრებდი, თუმცა საშინლად ვემსგავსებოდი რობერტ ბლოხს. ფაქტიურად ნაწარმოების დაბოლოება მეც და ბლოხსაც ერთი და იმავე ნაირად გვეწერა. თანამედროვენი, რომ ვყოფილიყავით კაცი იფიქრებდა ეს ორი ადამიანი ერთნაირად ფიქრობსო. წერას კიდევ ერთხელ შევეშვი და რვეული ნაგავში მოვისროლე. თუმცა წელს, როცა მე-8 კლასში გადავედი ახალი რომანის წერა დავიწყე. „უთავბოლო საქმე“ ერქვა. ეს რომანი ვეღარ დავასრულე. ზოგადად მწერლის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა ის თავის საქმეზე ხელის აღებას ფიქრობს, თუმცა მე ამ რომანმა გამაძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ დამისრულებია, მაინც ნაკლული სახით დაიბეჭდა სკოლის ჟურნალში. ბევრის გულიც მოიგო. მას შემდეგ შევეცადე დაგროვილი გამოცდილებით ახალი რამ შემექმნა. შევქმენი 3 მოთხრობა „ქარიშხალი“, „სტრესი“, „მეტეორი“. არც ერთს არ ვთვლი ძლიერ მოთხრობად, თუმცა ისინი დღემდე შენახული მაქვს. მიზეზი ის არის, რომ ეს არის დასაბამი ჩემი სამწერლო კარიერის. ამ მოთხრობებს მოჰყვა „შეშლილთა შორისაც არიან ჯანმრთელები“. ამ მოთხრობამ, კი ბევრის გული მოიგო. ბევრს გული აუჩუყა, ბევრი კი დააფიქრა ამ ცხოვრების არსზე. შემდეგ დავწერე „უკანასკნელი პროცესი“. მაქვს 4 დაუსრულებელი რომანი და 15-მდე ლექსი. ვინ/რა არის თქვენი მუზა?სიმართლე გითხრათ მუსიკის ქვეშ მიყვარს წერა. ალბათ, სწორედ ის არის ჩემი მუზა. მუსიკის ჟანრს ხასიათის მიხედვით ვარჩევ. "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ რამის დაწერას აპირებთ?ჯერ-ჯერობით არ ვგეგმავ. დიდი პასუხისმგებლობაა ვწერო „მანჩესტერ იუნაიტედზე“. თუმცა არ გამოვრიცხავ ჩავრთო რაიმე მოთხრობაში, მნიშვნელოვანი ეპიზოდის სახით.გიორგის საყვარელი მწერალი, სტივენ კინგი გახლავთ. კინგი ფანტასტიკის ჟანრში ძალზედ წარმატებული მწერალი გახლდათ. მისი შემოქმედება არათუ წარმოსახულს, არამედ პრაქტიკულ მასალასაც ეყრდნობა და მყარად ატარებს შემეცნებით ხასიათს. ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოები გახლავთ "უიმედოთა ქალაქი", რომლის კინოეკრანიზაციაც ისევე წარმატებული გამოდგა, როგორც წიგნი.
სტივენ კინგის ნაწარმოებთა ეკრანიზაციაზე რა აზრის ხართ?სტივენ კინგი ჩემთვის გამორჩეული მწერალი და პიროვნებაა. რა თქმა უნდა, მე კინგის რომანების მიხედვით გადაღებული ფილმები ძალიან მომწონს, თუმცა წიგნი მაინც სხვაა. განსაკუთრებით გამოვარჩევ ფილმებს: „მიზერი“, „მწვანე მილი“, „ნათება“, „1408“.გიორგის წარსულში დაბრუნების საშუალებაც მივეცით და ალბათ ყველასთვის სასიამოვნო პასუხი მივიღეთ.
ახლო თუ შორეულ ისტორიაში "იუნაიტედის" მაისურს დიდებული ფეხბურთელები ირგებდნენ. საშუალება რომ გქონდეთ, ვის გაახალგაზრდავებდით?დიდი სიამოვნებით გავაახალგაზრდავებდი პოლ სქოულზს. ეს იყო დიდებული ფეხბურთელი. მასზე დიადი ფეხბურთელი მე არ მინახავს. პოლს ჰქონდა მოედნის შესანიშნავი ხედვა, ძლიერი დარტყმა, ზუსტი გადაცემა და სიმშვიდე. მე პოლი აღელვებული არასდროს მინახავს. ეს მის ყველაზე დიდ ღირსებად მიმაჩნია. იყო კარგი ფეხბურთელი - ეს დიდი რამაა. თუმცა იყო კარგი ადამიანი ეს უფრო რთულია და დასაფასებელია ჩემთვის."იუნაიტედის" სატრნასფერო პოლიტიკას საკმაოდ განსხვავებული აზრები მოჰყვა როგორც უშუალოდ საფეხბურთო სამყაროს მონაწილეებში, ასევე "იუნაიტედის" გულშემატკივრებში. მაგ. წინა რესპოდენტმა, ნიკა ბაკურიძემ განაცხადა, რომ ტრანსფერებში გადახდილი თანხა კატასტროფულია.
ეთანხმებით ნიკას?არ ვეთანხმები. "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგაზე არ გასულა. აღარც ფერგიუსონი ჰყავს. ფეხბურთელის დაინტერესება მარტო შიდა ჩემპიონატით რთულია. ამიტომ გუნდს უწევს დიდი თანხის გადახდა. თანაც დღეს ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებს. დროა "მანჩესტერმაც" იმოქმედოს. თანაც ეს ფული ჩვენი ჯიბიდან ხომ არ მიდის. ჰაჰა.დავის საკითხს წარმოადგენს ასე ის ფაქტი, თუ რა ფორმაციით ითამაშებს "იუნაიტედი", მაგრამ უფრო სადავო საკითხია რუნის პოზიცია. საინტერესოა, რა ხედვა აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით გულშემატკივრებს.
როგორი იქნებოდა თქვენი ფორმაციის "იუნაიტედი"?ვფიქრობ მანჩესტერმა 4-4-2 ტაქტიკით, რომ ითამაშოს ურიგო არ იქნება. წინ აიწევა რუნიც. ფლანგებზე კი ვალენსია იანუზაი იმოქმედებს.მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰოლანდიის ნაკრებში ერთი (რობინ ვან პერსი), საფრანგეთის ნაკრებში ერთი (პატრის ევრა) და ბელგიის ნაკრებში მოთამაშე ორი ფეხბურთელი (ფელაინი და იანუზაი) ჰყავს.
მუნდიალზე 16 "მანჩესტერელიდან" მხოლოდ 4 განაგრძობს ასპარეზობას. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა ექნება ამ ფაქტს კლუბზე? (ინტერვიუ ჩაწერილია მეოთხეთფინალურ შეხვედრებამდე)
16 ადამიანი ეს ძალიან დიდი რიცხვია. მე მიხარია, რომ ეს ასეა. ვფიქრობ ამ ყველაფერს შეუძლია მხოლოდ დადებითად იმოქმედოს კლუბზე. ყველა ნაკრებში გვყავს მგონი ფეხბურთელის სახით სკაუტი და დამხმარე. ჰაჰა. 4 კაცი, როცა ¼ ფინალში გყავს - ეს ძალიან დიდი რამეა. ვფიქრობ ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი გავლენა უნდა ჰქონდეს კლუბზე. ფეხბურთელები, რომლებიც გამოვარდნენ ადრეულ სტადიაზე კარგად დაისვენებენ და მოახერხებენ ენერგიის აღდგენას.რომელი "მანჩესტერელის" გამარჯვება გაგიხარდებათ მსოფლიო ჩემპიონატზე?ადნან იანუზაის. ამ ფეხბურთელის პირველი მსოფლიოა და ძალიან მინდა, რომ მოიგოს. ბელგიას კარგი გუნდი ჰყავს. ვნახოთ რა იქნება.გიორგის ტრადიცული კითხებითც მივმართეთ.
გაიხსენეთ ყველაზე რთული მომენტი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც "იუნაიტედს" უკავშირდება.წლევანდელი კრახი. ეს იყო ყველაზე რთული მომენტი. ფერგიუსონის დროსაც წაგვიგია, მაგრამ თამაშზე ეტყობოდა გუნდს, რომ უმეტესს შემთხვევებში ის ამას არ იმსახურებდა. სამწუხაროდ წელს, ყველაფერი პირიქით შეტრიალდა. ბორბალმა უკუღმა დაიწყო ტრიალი. რამაც უარყოფითად იმოქმედა ყველა გულშემატკივარზე. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ.როგორ ფიქრობთ, რა ბედი ეწევა დარენ ფლეთჩერს?დარენ ფლეთჩერი კლუბში დარჩება კიდევ დიდ ხანს. მას ვფიქრობ შეუძლია ძველი ფორმის აღდგენა და ჩვეულ სტილში თამაში, როგორც მანჩესტერის მოთამაშეს შეეფერება ისე.გახსოვთ ფოტოზე ასახული შეხვედრის ანგარიში?როგორ შეიძლება არ მახსოვდეს. 1-0. "მანჩესტერ სიტისთან" პოლ სქოულზის ბოლო წამზე გატანილი გოლი. უკვე ფრე მეგონა, მაგრამ გუნდში პოლ სქოულზი, როცა გყავს არასდროს იცი რა მოხდება.გიორგი მაჭარაშვილსაც, ისევე როგორც ყველა სხვა რესპოდენტს საიტის შესახებ ვკითხეთ.
როგორ მოხვდით redarmy.ge - ზე?ძველი საიტიდან გადმოვედი. ძველი საიტი, რომ დაიხურა redarmy.ge-ზე აღარ წავედი. ისევ redarmy.ge ვარჩიე. ეს არის საიტი, სადაც გაქვს გასაქანი იმისა, რომ გაიწაფო თარგმნაში, წერაში.
უსურვეთ რამე საიტს.ვუსურვებ წარმატებებს, საქართველოში პირველობას, საინტერესო პროექტებს და განვითარებას.
დღეს საიტის ერთ-ერთი ადმინისტრატორის და ჩვენი პირველი რესპოდენტის, ლადო ღონღაძის დაბადების დღეა.პირველ რიგში ვულოცავ ჩვენ მოდერატორ ლადოს დაბადების დღეს. მას ტიტანური შრომა აქვს ჩადებული ამ საიტის აღმშენებლობაში. არ ვიცი, რა იქნებოდა ეს საიტი მის გარეშე. ადრეულ პერიოდში განსაკუთრებით. მე მას კარიერულ წინსვლას და ბედნიერებას ვუსურვებ!გიორგი მაჭარაშვილის ფოტო შეგიძლიათ იხილოთ
აქP.S. შემდეგი შეიძლება იყოთ თქვენ.