"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ახევარმცველი, როი კინი, რომელიც ამჟამად "ასტონ ვილაში" პოლ ლამბერტის ასისტენტია, აცხადებს, რომ პოლ სქოულზი რუნის შეფასებისას ცდება.
რამდენიმე კვირის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, პოლ სქოულზმა განაცხადა, რომ რუნის კარიერის პიკი უკვე ჰქონდა და მისი წლები წასულია. ეს სიტყვები უყურადღებოდ არ დარჩენია კიდევ ერთ ლეგენდას და პოლის სიტყვებს გამოეხმაურა. "თუ თვლით, რომ რუნის კარიერა უკან იხევს, ძალიან ცდებით. ვფიქრობ, რომ რუნიმ კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი მსოლფიო ჩემპიონატზე. ინგლისმა მხოლოდ ორი გოლი გაიტანა და სწორედ რუნიმ მიიღო უშუალო მონაწილეობა ორივე მათგანში. ნათელია, რომ ის თავად დასდებს ბრალს საკუთარ თავს, რადგან უკეთ ვერ ითამაშა. საუკეთესო მოთამაშეები ყოველთვის უყურებენ საკუთარ თავს თვიკრიტიკულად." - განაცხადა როი კინმა.
როი კინი ასევე გამოეხმაურა ინგლისის ნაკრების მიერ ჩაგდებულ მუნდიალს.
"მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რომ გეთქვათ, ჯგუფში, რომელშიც ინგლისი, იტალია და ურუგვაი ირიცხებიან, კოსტა-რიკა პირველ ადგილზე გავაო, გეტყოდით, რომ ჭკუაზე არ ხართ. მაგრამ ისინი პირვლეობის პირობებს შეეგუენ და ეს შეძლეს. უფრო სწორად, მათ გააკეთეს ის, რაც ვერ შეძლო ინგლისმა. ინგლისი - როგორც ეს ბოლო ხანებში ხდება - ვერ შეხვდა ტურნირს ოპტიმალურ ფორმაში. ნაკრები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გასულიყო ჯგუფიდან." - დაამატა კინმა.