თბილისი:
მანჩესტერი:
7-07-2014, 10:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1987,
კომენტარები: 8
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ
კანავარო ლუის მიმართავს
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ
იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი, ფაბიო კანავარო თვლის, რომ კოსტა-რიკასთან მეკარის შეცვლისას ლუი ვან გაალი არასწორად მოიქცა.

ჰოლანდიისა და კოსყა-რიკას ნაკრებებს შორის გამარჯვებული ვერც ძირითადმა და ვერც დამატებითმა დრომ ვერ გამოავლინა, რის გამოც აუცილებელი გახდა თერთმეტმეტრიანების სერია. შეხვედრის დამატებითი დროის უკანასკნელ წუთზე, ლუი ვან გაალმა ჰოლანდიის ნაკრების კარში ჩამდგარი სილესენი, "ნიუკალსის" მეკარით, ტიმ კრულით შეცვალა.

როგორც საბოლოოდ გაირკვა, ვან გაალი არ შეცდა და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლა, სწორედ კრულის მიერ აღებული ორი 11 მეტრიანის შედეგად მოხდა. თუმცა მიუხედავად ყველაფრის ფაბიო კანავარო ლუი საქციელს არ იწონებს.

"ვიცი, რომ ლუი ვან გაალზე საუბრობენ, როგორც ლეგენდარულ ფოკუსნიკზე, მაგრამ სიმართლე გითხრათ მმართველობის მისეული სტილი არ მომწონს. მან თავისი მეკარისადმი უპატივცემულობა გამოავლინა. თვი მეკარის ადგილას წარმოიდგინეთ, რომელიც 1/2 ფინალურ ეტაპისთვის ემზადება და ფიქრობს, რომ ძირითადში ადგილი გარანტირებული არ აქვს." - აცხადებს კანავარო.

თავად იასპერ სილესენმა განაცხადა, რომ მას ესმის ლუის გადაწყვეტილების და მის მიმართ არავითარ ბოღმას არ ინახავს. ძირითადის მეკარედ ასევე რჩება იასპერი.

redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
7 ივლისი 2014 10:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
აბა რას ამბობ! რა შუაშია აქ მეკარის შეურაცხყოფა? არსებობს მეკარეთა კატეგორია, რომლებიც პენალტების სერიაში მოიკოჭლებს და კარგად უნდა გესმოდეს, რომ ეს არის გუნდი! თუ გუნდს დასჭირდა, თუ გუნდისთვის ასე უმჯობესია და მწვრთნელიც თვლის, რომ ასეა, მაშინ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა წარმატება მიღწეულ იქნეს. ცალკეული მოთამაშეების ინტერესების გათვალისწინება რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ აქ მაგასთან არ გვაქვს შემთხვევა....თანაც სილესენს არაფერი ემუქრება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Roy Keane 16
7 ივლისი 2014 10:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 45
ეს დაბოღმილი სპაგეტიჭამია რა დღეშია, ხო ჩაგტოვათ კოსტა რიკამ და შურს ეხლა troll
0
№3
ავტორი: Best 7
7 ივლისი 2014 11:13
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
წადი შე პასტაჭამიავ!
0
№4
ავტორი: Lomsa099
7 ივლისი 2014 13:06
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
ეჰ კანავარო :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№5
ავტორი: Rooney
7 ივლისი 2014 14:52
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
ვფიქრობ რაღაც მხრივ მართალია ეგ კაცი მარტო იმ კუთხიდან ნუ უყურებთ რო გაალი მანჩესტერის მწვრთნელია ჩემი აზრით კანავარო სწროს ბაზრობს, რაიცით იქნებ შეცა ვან გაალი და სილესენს ყველა ბურთი აეღო : )
0
№6
ავტორი: GeorgeBest
7 ივლისი 2014 16:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სწორედ მაგ ცვლილებამ ითამაშა დიდი როლი პენალტების სერიაში. შეიძლება გაუტყდა კიდეც მეკარეას მაგრამ პროფესიონალი ამაზე არ უნდა იბოღმებოდეს და უნდა ხვდებოდეს რატომ და რისთვის მოხდა ეგ ცხვლილება
0
№7
ავტორი: red devil
7 ივლისი 2014 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Rooney,
მწვრთნელმა უკეთ იცის რა და როგორ ჯობია. როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება მანდ პირადი ინტერესები გვერძე უნდა გადადო.
0
№8
ავტორი: Macklemore
8 ივლისი 2014 00:17
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Rooney,
მაგ ლოგიკით რო მივყვეთ ყველა ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად შერყეული უნდა იყოს ვინც სკამზე ზის ან კიდე ვინც მოედნიდან გაყავთ. ეგ არაფერია! პენლების დროს სილესენის სახეს აჩვენებდნენ და ძალიან უხაროდა კრულის მოგერიებული პენლები, ასერომ სრული აბსურდი მოთხარა კანავარომ!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top