მარუან ფელაინი მზადაა თავისი "მანჩესტერული" კარიერისთვის იბრძოლოს და ლუი ვან გაალს დაუმტკიცოს, რომ იგი "იუნაიტედში" ყოფნის ღირსია.
ხმების თანახმად, ლუი ვან გაალმა ბრაზილიაში ყოფნის დროს აღმასრულებელ დირექტორს, ედ ვუდვორდს განუცხადა, რომ მას მარუან ფელაინის გაყიდვა სურს.
ფელაინი დევიდ მოიესის ერთადერთი საზაფხულო შენაძენი იყო ზაფხულში. სერ ალექსის მემკვიდრემ, ბელგიელი 27.5 მლნ. ფუნტად შეიძინა და რომ არა გაუთავებელი ტრავმები, ვინ იცის? იქნებ ბელგიელს არც გასჭირვებოდა "გუდისონ პარკი" შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" ფეხის მოკიდება.
ფელაინი მეოთხეთფინალში არგენტინის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ კლუბს დაუბრუნდა. მსოფლიო ჩემპიონატზე მის აქტივში ერთი გოლია. გოლის გატანა არის ის, რაც მან მთელი სეზონის განმავლობაში ვერ მოახერხა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში.
ჩანს ფელაინიმ მუნდიალზე ძალების მოზღვავება იგრძნო და უბრძოლველად არ განშორდება "ოლდ ტრაფორდს".