პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. "თქვენი ფსონი"_ს გათამაშება კვლავ გრძელდება და როგორც უკვე შეგპირდით ტურიდან_ტურამდე დაიხვეწება და საინტერესო გახდება. აქამდე, ცოტა მკაცრები ვიყავით და მართლაც, რომ რთულ თამაშებს ვარჩევდით ასევე, არ იყო ნახსენები თუ გამარჯვებული რით დაჯილდოვდებოდა და ბევრი ამდაგვარი წვრილმანი. დღეიდან წესებშიც ცვლილებები იქნება და პლიუს ამას გამოვლინდება თვის საუკეთესო სამეული, რომლებიც ქულების მიხედვით დაჯამდება ამას კი სიახლის დაბლა აგიხსნით.
დავიწყოთ იმით, რომ "თქვენი ფსონი"_ს გათამაშებაში გამარჯვებული საიტზე დაჯილდოვდება სპეციალური სტატუსით, სახელწოდებით "Best BookmaKer" რომელიც 1 კვირის განმავლობაში ექნება.ასევე მინდა გაცნობოთ, რომ წესებშიც პატარა ცვლილებებია. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ აქამდე თუ არცერთი გუნდის დაზღვევა არ შეგეძლოთ დღეიდან გამონაკლის დავუშვებთ და შეგეძლებათ 1 თქვენთვის სასურველი შეხვედრის დაზღვევა. ( 1X, X2, 1/2) ასევე იქნება "ბონუს" შეხვედრა სადაც ყოველთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" ეწერება. რას ნიშნავს ბონუს შეხვედრა? იქიდან გამომდინარე, რომ საიზტე უმრავლესობა "მანჩესტერის" ბალეშიკია და მის წაგებასაც აქედან გამომდინარე არავინ დადებს ეს შეხვედრა თქვენზე იქნება დამოკიდებული "შეიყვანთ თუ არა თქვენი ფსონის 8 შეხვედრაში, მაგრამ არ შეგეძლებათ რომელიც თქვენ გინდათ იმ გუნდის მაგივრად ჩანაცვლება. მხოლოდ ხაზგასმული შეხვედრა, რომელიც იქნება მის მაგივრად ჩაანაცვლებთ.
სიახლე
თვის ბოლოს გამოვლინდება "თქვენი ფსონის" საუკეთესო მომხმარებელი რომელიც სპეციალურ სტატუს "BEST BOOKMAKER" _ ს მიიღებს. რვავე შედეგის გამოცნობაზე მომხმარებელს დაეწერება 15 ქულა, 7 შეხვედრის შემთხვევაში 10 ქულა ხოლო 6 შეხვედრაზე 5 ქულა!
"თქვენი ფსონი"_ს შეხვედრები
1) ნიუკასლი - სიტი2) სტოკი - ევერტონი
3) სევილია - მალაგა
4) ხეტაფე - ოსასუნა
5) ლაციო - ინტერი
6) უდინეზე - პალერმო
7) შალკე - ფრაიბურგი
8) ლევერკუზენი - ჰამბურგი
ბონუს შეხვედრა
მანჩესტერი - სანდერლენდიწესები.
1) შედეგის გამოსაცნობად მიიღება მხოლოდ 1, 2 ან X წინააღმდეგ შემთხვევაში ბილეთი გაუქმდება!
======================================================================
2) ბილეთის გაკეთების შემდეგ ჩასწორება არა უგვიანეს 5 წუთის მერე აღარ შეგეძლებათ!
======================================================================
3) 1 ბილეთზე მეტის გაკეთების უფლება არ გაქვთ.
======================================================================
4) თუ რომელიმემ 2 ან მეტი ბილეთი გააკეთა მხოლოდ პირველ ბილეთს განვიხილავთ და სხვა დანარჩენი გაუქმდება.