თბილისი:
მანჩესტერი:
7-07-2014, 09:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1646,
კომენტარები: 9
"ქალაქელებმა" პოგბას თვალი დაადგეს
"სიტი" იაია ტურეს შემცვლელს ეძებს.
"მანჩესტერ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ლონდონის "ჩელსის" სამიზნე, პოლ პოგბა მიზანში ამოიღო და მას კოტ დ'ივუარელი ნახევარმცველის, იაია ტურეს შემცვლელად მოისაზრებს.

მას შემდეგ, რაც იაია ტურეს 31-ე იუბილე უყურადღებოდ დარჩათ თავის თანაგუნდელებსა და ხელმძღვანელობას, აფრიკელი ფეხბურთელის მომავალი "მანჩესტერ სიტიში" ბუნდოვანია. იგი ხელმძღვანელობასთან უთანხმოებაშია.

მას ასევე იმედი გაუცრუვდა, როცა "სიტის" ვარკსვლავების, სერხიო აგუეროსა და ვინსენ კომპანისგან აშკარად უდიერი მოპყრობა იგრძნო.

სწორედ ამ მიზეზების გამო იაია ტურეს "პსჟ"-ს უკავშირებენ. მათი მომდევნო სამიზნე კი "იუნაიტედის" აკადემიის ყოფილი წევრი, ფრანგი პოლ პოგბა იქნება.

2012 წელს "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ, პოგბა ყველას გაოცებას ახერხებს. სწორედ ამიტომ, პოგბას წასვლიდან 2 წლის შემდეგ "იუნაიტედი" ცდილობს ფრანგი "ოლდ ტრაფორდზე" დააბრუნოს, თუმცა გარდა"სიტისა", ამაში "წითლებს" კონკურენციას "ჩელსიც" გაუწევს.

"იუნაიტედს" მეტოქეებთან შედარებით გარკვეული უპირატესობა აქვს. "იუვენტუსი" დაინტერესებულია "ეშმაკების" მარცხენა მცველის, პატრის ევრას შესყიდვით. ამიტომ "წითლებს" შეუძლიათ პოგბას ტრანსფერში მისი ჩართვა.

dailystar
სიახლეები, ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
7 ივლისი 2014 09:06
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
თუ ტურეს უშვებენ ჩვენ დავითრიოთ მაგრად მევასება
0
№2
ავტორი: RojoDiablo
7 ივლისი 2014 09:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თუ ევრას ამის გადმობირების საშუალებად ვაქცევთ, მე პირადად ერთი წამითაც არ ვიქნები წინაარმდეგი...ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და ტექნიკაშიც არა დაეწუნება რა. შესაბამისად აკმაყოფილებს რა პრემიერ-ლიგის მოთხოვნებს, მე იგი მომწონს.

ლადო,
მაგის ფული რამ მოგვცა ლადო :D თანაც არ წამოვა და არც მინდა სიტის არაფერი არ მინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: chudikone
7 ივლისი 2014 09:55
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
აპაპაპაპ, თქვე არასწორებო! ბებია გიჭყავით! 1-2 წელში ისევ ოლდ ტრაოფრდზე უნდა ვნახო მე ეს ბიჭი, მანჩესტერის მაისურით, ამაში დარწმუნებული ვარ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: RedTeen
7 ივლისი 2014 10:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
დიდი შანსია უკვე ამის გადმოსვლის და ვნახოთ რა იქნება.. ://
0
№5
ავტორი: Best 7
7 ივლისი 2014 11:06
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ლადო,
sitis xlami rad gvinda wink
0
№6
ავტორი: Manchester_M
7 ივლისი 2014 13:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამას ისე არ ევასება იუნატედი არამგონია დაბრუნდეს და არც მაქ იმედი რომ ამას გადმოიყვანენ :X
0
№7
ავტორი: Rooney
7 ივლისი 2014 15:04
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
პოოოლლლლ გელიიიი loveსიტიში არ წავა იმედია და არც ჩელსიში თუ არჩევანზე მიდგება საქმე იუნაიტედს აირჩევს დარწმუნებული ვარ და ნანიც ჩართონ ტრანსფერში თუ უნდათ : ))
0
№8
ავტორი: GeorgeBest
7 ივლისი 2014 16:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შეიძლება დაბრუნდეს კიდეც. ფერგი რომ იყოს დარწმუნებული ვარ არ მოვიდოდა მაგრამ ეხლა სხვა სიტუაციაა და რავიცი ვნახოთ

სიტიში არა მგონია წავიდეს
0
№9
ავტორი: Macklemore
8 ივლისი 2014 00:21
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
სიტი ყველაფერს ეპოტინება მოკლედ რაა! :@
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top