"იუვენტუსის" ნახევარმცველი, არტურო ვიდალი ნამდვილად შედის "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეებში, მაგრამ მის თაობაზე საქმიანი წინადადებით "წითლებს" არასდროს მიუმართავთ.
კვირას დილით, რამდენიმე გამოცემა იუწყებოდა, რომ "იუნაიტედმა" 27 ჩილელის შესყიდვის შესახენ სურვილი გამოხატა. ჭორების თანახმად კი "იუვენტუსმა" 50 მლნ. ფუნტი და ლუიშ ნანი მოითხოვა.
თუმცა, როგორც Manchester Evening News-ი იტყობინება "იუნაიტედს" არათუ კონკრეტული წინადადება გაუკეთებია, არამედ ვიდალის შესყიდვის შესაძლებლობის თაობაზეც კი არ მიუმართავს.
გამორციხული არაა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მაინც ცდის არტურო ვიდალის შესყიდვას, რომელსაც თავად 40 მლნ. ფუნტად აფასებს, მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ანდერ ერერას გადმოსვლის შემდეგ, "ოლდ ტრაფორდზე" მწვავედ აღარ დგას ნახევარმცველის ნაკლებობის საკითხი.