"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი ჰოლანდიელის, სტეფან დე ვრეის აგენტმა განაცხადა, რომ მის აგენტს არავითარი შეთავაზება "იუნაიტედისგან" არ მიუღია.
"მანჩესტერ იუნაიტედთან" შეთანხმდება არ გვაქვს და არავითარი კონტრაქტისთვის ხელი არ მოგვიწერია. არ ვიცი რის შედეგად გაჩნდა ასეთი ჭორები. ამჟამად სტეფანი მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრობს და მისი აზრებიც მოხლოდ მას უკავშირდება."
"ლაციოში" მისი ტრანსფერის? უკომენტაროდ. - აცხადებს დე ვრეის აგენტი.
თავად ფეხბურთელი არ მალავს კლუბის დატოვების სურვილს: "არსებობს ალბათობა იმისა, რომ ზაფხულში კლუბს დავტოვებ. შესაძლოა ამის შესახებ გარკვევითაც ვისაუბრო. ამჟამად ჰოლანდიის ნაკრების განკარგულებაში ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ დეტალები უცნობია ჩემთვის."