Daily Star-ის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ კი "იუნაიტედს" ნამდვილად სურს დარილ იანმაატის შეძენა, შეთავაზებული თანხა უნდა გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში "ფეიენოორდი" არასგზით არ შეელევა საკუთარ მცველს.
24 წლის ფეხბურთელს, კონტრაქტის მიხედვით მხოლოდ ერთი წელი აკავშირებს ჰოლანდიურ კლუბთან და თავად გამოთქვა ზაფხულში კლუბიდან წასვლის სურვილი. იანმაატის სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ 4 მლნ. ფუნტი გაიმეტა, მაგრამ "ფეიენოორდს" 7 მლნ. სურს.
სხვათაშორის იანმაატის შეძენით დაინტერესდა "ნიუკასლიც", რომელიც ჰოლანდიელით დებუშის ჩაანაცვლებს იმ შემთხვევაში, თუ "არსენალი" საწადელს მიაღწევს და ფრანგს გადაიბირებს.