"მანჩესტერ იუნაიტედის" მექსიკელმა თავდამსხმელმა, ხავიერ ჰერნანდესმა უარი განაცხადა "საუთჰემპტონთან" კავშირის დაჭერაში.
"წმინდანები" ცდილობდნენ ლუკ შოუს ტრანსფერის სანაცვლოდ 33 მლნ. ფუნტის ნაცვლად ხავიერ ჰერნანდესი და გარკვეული თანხა მოეთხოვა.
მაგრამ ჩიჩარიტო "სენტ მერიზე" გადასვლას უკან გადადგმულ ნაბიჯად თვლის და ამჟამად ცდილობს ლუი ვან გაალთან თავის მომავალზე ისაუბროს.
26 წლის მექსიკელს საშინელი პერიოდი ჰქონდა დევიდ მოიესის ასევე საშინელი "მმართველობის" პერიოდში. სწორედ ამიტომ, იტალიური გრანდი, მილანის "ინტერი" და ესპანური ვალენსია ხავიერის ხარჯზე თავდასხმის ხაზის გაძლიერებას ცდილობდნენ.
"საუთჰემპტონის" ახალი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი თანხის მომარაგებას ცდილბოს და ლუკ შოუს გარდა გაყიდა რიკი ლამბერტი 4 მლნ, ხოლო ადამ ლალანა 25 მლნ. ფუნტად.
კუმანს ჯერ კიდევ სურს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 69 გოლის ავტორის, ხავიერ ჰერნანდესი შესყიდვა.