"მანჩესტერ იუნაიტედის" ორმა ლეგენდამ, სერ ალექს ფერგიუსონმა და რაიან გიგზმა პატივისცემა გამოხატეს რობი სვაირის მიმართ, რომელიც 23 წლის განმავლობაში "იუნაიტედის" ფეხბურთელებს ერთგულად ემსახურებოდა.
"კარგად მახსოვს როგორ მოვიდა რობი ჩვენთან. ეს იყო საკუთარი საქმით გატაცებული ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობდა თავისი პროფესიონალიზმი სრულყოფილებმადე მიეყვანა. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მწვრთნელობის პერიოდში საქმისა და ჩემდამი ერთგული ადამიანები მეხვია გარს. რობი - შესანიშნავი ადამიანი და პრფესიონალია. არასდროს მქონია მასთან პრობლემა, არც მას ჰქონია ჩემთან. ნათელია, რომ სურს ოჯახს უფრო მეტი დრო დაუთმოს და მისი მესმის" - განუცხადა სერ ალექსმა manutd.com-ს.
რაიან გიგზი: "მინდა მადლობა გადავუხადო რობს, კლუბში მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის. ის მე ჩემი ფიზიკური მდგომარეობის მოვლაში მეხმარებოდა და სწორედ ამის დამსახურე იყო, რომ ხანგრძლივი კარიერა მქონდა. ის თავდაუზოგავად მუშაობდა გუნდისთვის და თითქმის არ ჰქონია დასვენების დღეები მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედში" მოვიდა. ვიცი, რომ ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარება სურს. მთელი კლუბის სახელით მას მადლობას ვუცხადებ პროფესიონალური სამსახურისთვის"
სიახლეები, ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.