"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კიპერი, დავიდ დე ხეა თვლის, რომ წინასასეზონო ტურნე ძალიან მნიშვნელოვანია გუნდთან ადაპტირებისა და გუნდის შესწავლისთვის.
"ჩემ პირველ ტურნესთან დაკავშირებით ძალიან კარგი მოგონებები მაქვს. კარგად მახსოვს თანაგუნდელებთან პირველი შეხვედრა და სერ ალექსთან ერთად პირველი ვარჯიშის გამართვა."
"ტურნე გეხმარება, ისწავლო და იმუშაო ისეთ დიდ ფეხბურთელებთან ერთად, როგორიც ამ კლუბში არიან. ეს დიდი კლუბია და მის სიდიადეს მხოლოდ საზღვარგარეთ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისას შეიგრძნობ, როგორიც მაგალითად შეერთებული შტატები და იაპონია გახლავთ. ჩვენ კლუბს გულშემატკივართა უდიდესი არმია ჰყავს."
დე ხეა მოხიბლულია აშშ-ს ფეხბურთის ასეთი ზრდით, რომელიც ისეთი შესანიშნავი ფეხბურთელების შესყიდვამ გამოიწვია, როგორიც კაკა და დე ხეას თანამემამულე დავიდ ვილია გახლავთ. ბოლო 16 წლის განმავლობაში აშშ-ს სანაკრებო გუნდის შედეგები ამის ნათელი დასტურია.
"სულ უფრო და უფრო მეტი ფეხბურთელი მიდის ამერიკაში სათამაშოდ. ისინი ცდილობენ ლიგა უკეთესი და მიმზიდველი გახადონ. ხალხს უფრო და უფრო სიამოვნებს. ყველანი მოუთმენლად ველოდებით ამერიკაში ჩვენს გამგზავრებას. ძალიან მნიშვნელოვანია კარგი წიანსასეზონო მოზადება, რათა ფიზიკურად და მორალურად მზად იყო."