ლუი ვან გაალი, არ ფიქრობს, რომ ჰოლანდია დიდებული გუნდია, მაგრამ სჯერა, რომ მათ შესწევთ მსოფლიო ჩემპიონატის თასის აწევის ძალა და მადლობას უხდის თითოეულ წევრს მებრძოლი სულისთვის.
ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ნარინჯისფრებმა" ფინალი წააგეს ესპანეთთან აფრიკაში.
"ყველაფერი რასაც ჩვენ მივაღწიეთ, შესანიშნავი უნდა იყოს ჰოლანდიური მედიისთვის. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ახლა ჩვენი მიზანია. ჩვენი მიზანი კი ყოველთვის გახლდათ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომლის დამარცხება ძალიან რთულია."
"ჩვენ არ ვართ დიდებული გუნდი, მაგრამ ვართ გუნდი, რომელიც ძალიან რთულია დასამარცხებლად. ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ეს და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამას გავაგრძელებთ ფინალის ბოლომდე."
ვან გაალის სიტყვები, რომ "ჰოლანდია დიდებული გუნდი არ არის" ძალიან უცნაურია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ მსოფლიო ჩემპიონები ჯგუფში ჩატოვეს და დაამარცხეს ანაგარიშით 5-1.
"ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ვთქვით, რომ ჰოლანდია არ არის საუკეთესო ან ყველაზე ფანტასტიური გუნდი ამ ჩემპიონატზე, მაგრამ საუკეთესო 23 მოიგებს იმას, რისთვისაც ყველა ასეთი ძალებით ვიბრძვით. ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, ყველა ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, ვამხნევებთ. ეს არის ის, რაც არის ჰოლანდია."
"ჩვენ საუცხოო შედეგებიც დაგანახეთ, დაგანახეთ ის ყველაფერი რაც ახლა თქვენ წინაა. რაც არ უნდა მოხდეს, მთელი ტურნირის განმავლობაში ეს დარჩება, რომც წავაგოთ. ჰოლანდია იბრძოლებს ბოლო წუთამდე, სწორედ იმისთვის, რომ გახდეს ჩემპიონი."