"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი, დუაით იორკი, თვლის, რომ "იუნაიტედი" ვალდებულია სატრანსფერო ბაზარზე იაქტიუროდ, რადგან წინა სეზონში ნაჩვენები შედეგები მხოლოდ ამას მოითხოვს.
"ვიცით, რომ "იუნაიტედი" დაახლოებით 6-7 ფეხბურთელით ინტერესდება და იმასაც ვხედავთ, რომ ძალიან მიზანდასახულად ეპყრობიან სატრანსფერო სამიზნეებს. სხვაგვარად ვერც მოიქცევიან. წინა სეზონი "იუნაიტედისთვის" რაღაც უბედურების მსგავსი იყო და გაუარესების უფლება აღარ აქვთ. ვერ მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგაზე და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მცირედი შანსიც კი არ ჰქონიათ"
"ვხედავთ, რომ "სიტის", "ლივერპულსა" და "ჩელსის" სულაც არ ერიდებათ ფულის ხარჯვა. არც ჩვენ უნდა ჩამოვრჩეთ. ეს სატრანსფერო ფანაჯარა კი ადასტურებს, რომ "იუნაიტედი" მიზანდასახულია" - აცხადებს იორკი skysports-თან ინტერვიუში.