ლისაბონის "სპორტინგის" პრეზიდენტმა ბრუნო დე კარვალიომ უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ თითქოსდა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ნახევარმცველ უილიამ კარვალიოს შესახებ მიმართა კლუბს.
თუ ჭორებს დავუჯერებთ, "წითელი ეშმაკუნებიდან" ლისაბონში გაეგზავრა დელეგაცია, რომელიც მოლაპარაკებებს გამართავდა. შეგახსენებთ, რომ კარვალიოს კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 37 მილიონი ფუნტია.
მაგრამ "სპორტინგის" ხელმძღვანელობამ ყველა ჭორი უარყო:"ჩვენ არ მიგვიღია არანაირი ოფიციალური ან არაოფიციალური წინადადება რომელიმე კლუბისგან."
დე კარვალიუმ ასევე არაფერი გამორიცხა და ასეთი კომენტარი გააკეთა A Bola-სთან:"შესაძლებელია თუ არა ნახევარმცველის გაყიდვა? ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია!"