"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა მარცხენა დამცველმა პატრის ევრამ "იუვენტუსთან" პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. Tuttosport-ის მტკიცებით, ევრას აღარ უნდა ინგლისურ კლუბში დარჩენა, მას შემდეგ რაც "წითელმა ეშმაკუნებს" "საუთჰემპტონიდან" 18 წლის ლუკ შოუ შეიძინეს. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა დამცველმა მაისში ახალი 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, თუმცა ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია ibtimes-ისგან, რომ პატრის ევრას გაყიდვის წინააღმდეგი "მანჩესტერი" არ არის, ოღონდ მასში იტალიურმა კლუბმა 4 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, ტურინელები კი მხოლოდ 2 მილიონ ევროს გადახდაზე არიან თანახმა. პრესის თქმით, ეს ტრანსფერი მანამ არ გადაწყდება, სანამ მუნდიალის შემდეგ "იუნაიტედს" ვან გაალი არ ჩაიბარებს...