"მანჩესტერ იუნაიტედის" ახლაგზარდა ფეხბურთელმა ლარნელ კოულა წარმატებას მიაღწია რეზერვებში, რის შედეგადაც ის კლუბთან ერთად გაემგზავრა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე სადაც "წითლები" "გალათასარაის" დაუპირისპირდნენ. "მე მინდა უფრო მეტი ვითამაშო და აღვიდგინო ფორმა. გასული სეზონის ბოლოს მე მივიღე მუხლის ტრამვა რის გამოც გამოვტოვე მიმდინარე სეზონის დასწყისი. მე ძალიან მწყინს, რომ ვერ შევძელი ამ მატჩებში მონაწილეობის მიღება. მინდა, რომ მალე დავუბრუნდე სასურველ ფორმას. გასული სეზონი ჩემთვის წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენ ვთამაშობთ ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ, რომლებიც შეგუებულები არიან პრემიერ-ლიგას და ეს არც ისე მარტივია"-განაცხადა კოულმა. ამ ფეხბურთელმა ბოლო მატჩი ჩაატარა "ტრანმერ როვერსის" წინააღმდეგ სადაც ის უკვე კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა მოედანზე. მან ამაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:" ეს მატჩი ჩემთვის არაფრით განსხვავდებოდა სხვებისაგან. მთავარია აჩვენო კარგი თამაში რას წინსვლის საწინდარია"-დაასრულა ლარნელ კოულმა. წყარო:redevils.ru