თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2014, 07:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2617,
კომენტარები: 11
Ander - მებრძოლი
ბოლომდე გავიცნოთ ანდერ ერერა.
Ander - მებრძოლი
ვინ მოგვითხრობს ერერას შესახებ იმაზე უკეთ, ვიდრე თავად "ბილბაოს" გულშემატკივარი?

სახელი "ანდერი", ბასკურ ენაზე მებრძოლს ნიშნავს. ეს სახელი თავის შვილს პედრო მარია ერერამ დაარქვა - ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ბილბაოში დაიბადა და იქვე დაიწყო თავისი საფეხბურთო კარიერა, მაგრამ წარმატება და კარიერის პიკი მხოლოდ "სარაგოსაში" ჰქონდა. მუხლის ტრავმამ პედრო აიძულა კარიერა 30 წლის ასაკში დაესრულებინა. მაგრამ ბედმა სწორედ ამ ასაკში გაუღიმა და შვილის დაბადებით გაახარა.

Ander - მებრძოლი


ანდერი, მამის მსგავსად ბილბაოში დაიბადა, ბასკების ქვეყნის შუაგულში, რომელიც თავს ყოველთვის იწონებდა ნიჭიერი ფეხბურთელებით. თუმცა მამამ სამუშაო სახლიდან მოშორებით, სარაგოსაში იშოვა და სწორედ ამან იქონია გადამწყვეტი გავლენა ანდერ ერერას საფეხბურთო კარიერაზე. 12 წლის ანდერმა ფეხბურთის შესწავლა "სარაგოსას" აკადემიაში დაიწყო და პირველსავე წელს უდიდეს წარმატებას მიაღწია, რის შემდეგაც გუნდის ლიდერად იქცა. მისმა გუნდმა უფროსი ასაკის ჯგუფის საპატიო ტურნირზე გაიმარჯვა, ხოლო ერერა საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. სწორედ ამის შემდეგ გახმაურდა მისი სახელი ესპანურ პრესაში. ოთხი წლის შემდეგ მისმა გუნდმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, მაგრამ ამჯერად უკვე კადეტთა ასაკის ჯგუფში.

მთელი თავისი ახალგაზრდული კარიერის განმავლობაში იგი ახალგაზრდული გუნდების კაპიტანი იყო. ხოლო 2008-09 წლების სეზონში, 19 წლის ასაკში იგი "სარაგოსა ბ"-ში გადავიდა, რომელიც ესპანეთის ტერსერაში გამოდიოდა. იქ ძირითადის მყარ წევრად იქცა და მალევე გაიტანა თავისი პირველი გოლი მოზარდთა დონეზე. "სარაგოსას" მაშინდელ მწვრთნელს - მარსელინოს სჭირდებოდა მოთამაშე, რომელსაც არასტანდარტული აზროვნება ექნებოდა და "ზიდანისტურ" ტექნიკას ფლობდა. მან ნიჭი შეამჩნია ერერაში და ვარჯიშებზე მიიწვია. ზამთარშივე შედგა ერერას დებიუტი, როცა იგი შეცვლაზე შევიდა. სულ მალე კი თავისი პირველი გოლიც გაიტანა. სხვათაშორის "ტენერიფეს" პირველივე წუთზე გაუტანა. არაგონელებმა იმ სეზონში ელიტ დივიზიონში შესვლის უფლება მოიპოვეს, რაც ერერას პერსპექტივებს კიდევ უფრო ზრდიდა.

Ander - მებრძოლი


კარიერის ასეთმა სწრაფმა სვლამ ერერას ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გაუღო კარი. ჯერ კიდევ ზამთარში შედგა მისი დებიუტი 21 წლამდელთა ასაკში, როცა ერერამ ხუან მატა შეცვალა. ზაფხულში კი ხმელთაშუაზღვის ტურნირზე მიაღწია გამარჯვებას 20 წლამდელთა ნაკრებში. ზაფხულში მასზე "ატლეტიკ ბილბაომ" დაიწყო ნადირობა, მაგრამ ანდერი "სარაგოსაში" დარჩენას ამჯობინებდა და თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი სწორედ ამ პერიოდში გააფორმა, რომელიც 4 წელს ითვლიდა. დაბრუნება არ შედგა.

პრიმერაში სადებიუტო სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა ერერასთვის და იგი "სარაგოსას" ლიდერად იქცა, რომლის ირგვლივაც მთელი თამაში ეწყობოდა. ზამთარში მისით არსენ ვენგერი დაინტერესდა და იმ შემთხვევაში, თუ ფაბრეგასი "არსენალს" დატოვებდა, სწორედ ერერას უნდა შეეცვალა ესპანელი. იმ პერიოდში ანდერს ხშირად ადარებდნენ ფაბრეგასს. ახალგაზრდა, სწრაფი, დაუჯერებლად ტექნიკური, რომელსაც პასის კარგი უნარი და მოედნის საოცარი ხედვა ჰქონდა და რომელიც ნებისმიერ ცენტრალურ პოზიციაზე კარგად თამაშობდა.

თუმცა "არსენალის" ინტერესიდან ერთი წლის შემდეგ, ერთ თბილ ესპანურ საღამოს, არაგონელებმა "ატლეტიკისგან" 7.5 მლნ ევროიანი შეთავაზება მიიღეს ერერას თაობაზე. ამის მიზეზი "სარაგოსას" ცუდი ფინანსური მდგომარეობა გახლდათ და მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ნებისმიერი ფინანსური ბიძგი, თუნდაც ისეთი, როგორიც გუნდის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან განშორებაა. ანდერმა საკონტრაქტო წინადადება მიიღო ბასკებისგან და სწორედ ამის შედეგად იგი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა. ერერა "ატლეტიკის" ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა და მასზე უდიდეს იმედებს ამყარებდნენ. მომდევნო წელს გუნდმა ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა მეექვსე ადგილზე გასვლის შედეგად, რასაც მოჰყვა გუნდში საკულტო არგენტინელი მწვრთნელის, მარსელო ბიელსას მოსვლა.

Ander - მებრძოლი


მაგრამ სანამ "ატლეტიკის" რიგებს ოფიციალურად შეუერთდებოდა, ანდერი დანიაში 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა. ის მომავალ თანაგუნდელებს დაუახლოვდა - მიკელ სან ხოსე, ხავი მარტინესი და იკერ მუნიანი. სწორედ იქ ითამაშა პირველად რამდენიმე "მანკუნიანელის" წინააღმდეგ - დენი ველბეკი, კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი და ტომ ქლევერლი. ხოლო ანდერის გუნდში იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორიც ხუან მატა და დავიდ დე ხეა გახლავთ. ტურნირი ესპანელთათვის ძალიან კარგად განვითარდა - ჯგუფში უკრაინა და ჩეხეთი დაამარცხეს, ხოლო ინგლისთან ფრეს დასჯერდნენ. გოლები დენი ველბეკმა და ანდერ ერერამ გაიტანეს. ნახევარფინალში ესპანელებს ნამდვილი "ქამბექის" გაკეთება მოუხდათ, რათა ბელარუსი დაემარცხებინათ, რომელმაც გოლი პირველსავე წუთზე გაიტანეს, ხოლო ესპანეთის ნაკრებმა მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლოს გაათანაბრა ანგარიში. დამატებით დროში ყველაფერი მონოტონური იყო და ესპანელებმა მეტოქე ორი უპასუხო გოლით დაამარცხეს. ფინალში ესპანელები შვეიცარიას შეხვდნენ, სადაც ნამდვილი აღლუმი გამართეს. პირველი გოლი ერერამ გაიტანა, ხოლო შვეიცარიელთა მარცხს წერტილი ტიაგო ალკანტარამ დაუსვა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ანდერმა ჯილდო მიიღო - ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღეში ერერას კონტრაქტი ძალაში შევიდა და კისერზე ჩამოკიდებული მედლით იგი უკვე მზად იყო ახალი ეტაპისთვის.

Ander - მებრძოლი


მარსელო ბიელსას ბევრი "შეშლილს" ან "ელ როკოს" ეძახის, მაგრამ ანდერს ეს ნაკლებად ეხებოდა. მთავარ მწვრთნელს კარგად ესმოდა ანდერის ადგილი გუნდში და მას მაშინვე ანდო ერთ-ერთი წამყვანი როლი. იტურასპესთან ერთად, რომელიც მანამდე არ იყო ძირითადის ფეხბურთელი, ერერა მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი გახდა. თუ კი იტურასპე დაცვის ხაზის მაკავშირებელი უნდა ყოფილიყო, ერერა შეტევასა და დაცვას აკავშირებდა. ორივე როლს კარგად ასრულებდნენ ახალგაზრდები (მაშინ ორივე 21 წლის იყო) და ორი ანდერის დუეტი "ახალი ატლეტიკის" შეუცვლელ ნაწილად იქცა. ახალწვეული ანდერის დებიური "ლომების" შემადგენლობაში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, 2011 წლის აგვისტოში "ტრაბზონსპორის" წინააღმდეგ შედგა. ამ დღის შემდეგ მას უფრო მეტი ყურადღება მიაპყრეს, ვიდრე ოდესმე.

ფეხბურთისადმი სერიოზული დამოკიდებულების მქონე ახალგაზრდა მალევე ჩაეწერა გუნდში და მაშინვე იქცა "შინაურად". თუმცა დასაწყისი არ იყო კარგი, ერერამ მუხლი დაიზიანა და ერთი თვით იუქმა - გუნდისთვის სამყაროს დასასრულს ჰგავდა, რომელიც მის გარეშე ძალიან მოიკოჭლებდა შესრულებაში. შემოდგომის მიწურულს გუნდი ბიელსას მეთოდებს შეეგუა და გასაოცარი თამაშის ჩვენება დაიწყო. "ატლეტიკმა" ფრეები გამარჯვებით შეცვალა, ხოლო პირველ ნამდვილ ტრიუმფად შემოდგომის წვიმიან ღამეს "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა მონვათლოთ, რომელშიც ანგარიში ერერამ გახსნა. ის შეხვედრა საბოლოოდ 2-2 დასრულდა, მაგრამ "ბარსელონას" ძალიან გაუჭირდა და შეხვედრაში ლეო მესის მცდელობის შედეგად მხოლოდ 90-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში.

ერერა სულ უფრო და უფრო ეჩვეოდა გუნდს და "ლომებს" ევროპის ლიგის პლეი-ოფის საგზური მოუპოვა, სადაც მოსკოვურ "ლოკომოტივს" შეხვდა. "ლოკომოტივთან" ჩატარებული შეხვედრა დათოვლილ მოედანზე ნამდვილი გამოცდა იყო გუნდისთვის. თამაში როგორღაც მიმდინარეობდა და "ატლეტიკმა" ერთი გოლის გატანა მოახერხა, რაზეც მოსკოველებმა ორი გოლით უპასუხეს. თუმცა "ატლეტიკმა" დიდი მცდელობისა და გამართლების შედეგად საშინაო სტადიონზე ერთი გოლი გაიტანა და შემდეგ ეტაპზეც გავიდა. მომავალში კი ბასკ ახალგაზრდებს რაღაც საოცარი ელოდათ - კენჭისყრამ ანდერი და მისი გუნდი "მანჩესეტერ იუნაიტედს" 1/8 ფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირა.




ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" თამაში, რომელსაც ცოცხალი ლეგენდა, სერ ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა, ბასკი ახალგაზრდებისთვის უდიდესი გამოწვევა იყო. ნეიტრალური გულშემატკივარი, რომელიც ნაკლებად იცნობდა "ატლეტიკს" ფიქრობდა, რომ "იუნაიტედი" ამ შეხვედრაში სრულ დომინირებას მოახერხებდა. ზოგიერთი კი ფიქრობდა, რომ ეს ყველაზე საინტერესო შეხვედრა იქნებოდა: ბიელსა ამბიციური ახალგაზრდებითურთ, ფერგიუსონის სამეგობროს წინააღმდეგ. "ლომების" ფეხბურთელები ძალიან თავდაჯერებულნი იყვნენ და ყველა ინტერვიუში აცხადებდნენ, რომ "იუნაიტედს" ძალიან გაუჭირდებოდა. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ერერას დამაჯერებელი, ბრძნული სიტყვები, რომელიც ყოველთვის სწორ, მშვიდ და გამოზომილ სიტყვებს არჩევდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო.

მანჩესტერში გამგზავრება უდიდეს ამბად აღიქვეს, ხოლო ირგვლივ აგორებული ხმაური იზრდებოდა, რადგან ტოპ-კლუბის სკაუტები იტურასპეს, მუნიაინს, დე მარკოსს, ხავი მარტინესს, ლიორენტეს, იონ აურტენეჩეს და რა თქმა უნდა ანდერ ერერას აკვირდებოდნენ. სასტვენის ხმა. "ატლეტიკმა" მაშინვე აიღო ბურთი და აკონტროლებდა. მერე რა, რომ სტუმრად არიან, მერე რა ვინ არის მათ წინააღმდეგ, ისინი თამაშობდნენ საკუთარ თამაშს: ბურთის უსასრულო კონტროლი, რაც "იუნაიტედის" ფეხბურთელებს აიძულებდა მუდმივად დაძაბულნი ყოფილიყვნენ.

ანდერ ერერამ - როგორც ჭეშმარიტმა მეთოჯინემ, ყველაფერი საკუთარ ხელში აიღო და შეტევებს პირად უწევდა ორგანიზებას, პრესინგიდან არაორდინალური გადაწყვეტილებების შედეგად ამოდიოდა. უკნიდან კი ანდერ იტურასპე აზღვევდა, რომელსაც იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა. "ატლეტიკის" შეტევები თავბრუს ახვევდა ფეხბურთის გულშემატკივართ, განსაკუთრებით კი ამ ახალგაზრდების საოცარი თამაში, რომლითაც ისინი "არღვევდნენ" ფერგიუსონის ბიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედმა" ანგარიში გახსნა სწრაფი კონტრშეტევის შედეგად, "ლომები" მაინც არ შეჩერდნენ და შოუ განაგრძეს. პირველი ბურთი ლიორენტემ გაიტანა, მეორე გოლი კი ახალგაზრდების კლასის ჭეშმარიტი დემონსტრირების მაგალითად იქცა - სწრაფი პასების შემდეგ, რასაც თითქმის "მანჩესტერ იუნაიტედის" საჯარიმოსთან აკეთებდნენ ბასკები, ერერამ თავხედურად გადაუგდო ბურთი დაცვის ხაზის უკან ჩარბენილ დე მარკოსს, რომელმაც ბასკები დააწინაურა. შემდეგში კი ყველაფერი "ატლეტიკის" კარნახით წავიდა - გატანილ იქნა მესამე გოლიც და რუნის მიერ გატანილმა თერთმეტმეტრიანმაც კი ვერ მოახერხა ბასკების დამწუხრება. ეს მატჩი ანდერს დაამახსოვრდა თავისი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრად.



Ander - მებრძოლი



საპასუხო შეხვედრაში "ატლეტიკმა" დამაჯერებლად დაასრულა დაწყებული საქმე - "იუნაიტედს" 2:1 სძლია და 1/4 ფინალურ ეტაპზეც გავიდა. ამის შემდეგ ერთნაირ, გასაოცარ სტილში იქნა გადალახული "შალკესა" და "სპორტინგის" ბარიერი. პირველ მათგანთან თამაშში, ანდერმა თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ახლა მათ ორი ფინალი, სამეფო თასზე "ბარსელონასთან", ხოლო ევროპის ლიგაზე "ატლეტიკო მადრიდთან" ელოდათ. თუმცა ბიელსას გუნდს რაღაც შეემთხვა - "ლომებმა" 6 შეხვედრაში ვერც-ერთი გოლი ვერ გაიტანეს, დამარცხდნენ ხუთ მატჩში და აქედან სამში ანგარიშით 3-0: ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის "რეალისთვის" ოქროს შეხვედრა, სამეფო თასის ფინალი "ბარსელონასთან" და ევროპის ლიგის ფინალი მადრიდის "ატლეტიკოსთან". ეს მხოლოდ და მხოლოდ დაცარიელებული ბილბაოს "ატლეტიკი" გახლდათ. გულშემატკივართა და მოთამაშეთა მთელი ოცნებები და იმედები კვამლსა და ფერფლში შთაინთქა ყოველგვარი შებრალებისა და მოწყალების გარეშე.

ზაფხულში ესპანეთის ნაკრებმა მოიგო ევროპის ჩემპიონატი, რასაც ჩაფლავებული ოლიმპიური თამაშები მოჰყვა, სადაც ერერასთან ერთად მარტინესი და მუნიაინი გამოდიოდნენ. კიდევ ერთი იმედგაცრუება ახალგაზრდებისთვის, მაგრამ ახლა მოწყენის დრო არაა, რადგან წინსასეზონო შეკრება მოახლოვდა და სეზონიც "კარზე აკაკუნებს".

ანდერისთვის ღიად რომ ვთქვათ ის სეზონი რაღაცნაირად დაიწყო. თავდაპირველად, მან ისევე როგორც პირველ წელს ტრავმა მიიღო და გამოტოვა რამდენიმე შეხვედრა, რასაც მოჰყვა ორჯერ წითელი ბარათის მიღება გადამეტებული აგრესიულობისთვის. ერერა ყოველთვის შესამჩნევი ფიგურა იყო თავისი მიზანდასახულობისა და თავდაჯერებულობის გამო. რაც შეეხება გუნდს, მისთვისაც ასეთი სეზონი გამოდგა: ევროპის ლიგის სუსტი ჯგუფიდან გამოვარდნა, პრიმერას ქვედა ნახევარში გადავარდნა და ბოლოს და ბოლოს "ეიბართან", ჯერ კიდევ სეგუნდა ბ-ს გუნდთან განცდილი მარცხი, რომელიც სამეფო თასიდან გავარდნის ტოლფასი გამოდგა.

Ander - მებრძოლი



გუნდი დეპრესიულ ქალს მოგაგონებდათ - სახიფათო, მაგრამ უსუსური იყო. "ატლეტიკი" რთულად იღებდა საჭირო ქულებს და მხოლოდ და მხოლოდ სეზონის დასკვნით ნაწილში მოახერხა იმ გუნდთა სიიდან თავის დაღწევა, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან. სეზონის ერთადერთ გაბრწყინებას კი "ბარსელონასთან" ნათამაშევი კიდევ ერთი ფრე, ანგარიშით 2-2 წარმოადგენდა, რომელშიც ერერამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

სეზონი მნიშვნელოვანი იყო როგორც ერერას, ასევე სხვა ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ევალებოდათ ზეციდან მიწაზე დაბრუნება და წინა სეზონის ზღაპრული შედეგების დავიწყება. გარდა ამისა უნდა გადაეტანათ ის უდიდესი სტრესი, რომელიც ზეწოლით იქნებოდა გამოწვეული - ზეწოლას საშინელი შედეგები ქმნიდა. ანდერმა საკუთარ თავს არ უღალატა და გუნდისთვის ყველაზე რთულ მომენტშიც კი იყო ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს დებდა მოედანზე და იგი კვლავ იქცასაუკეთესო მოთამაშედ. რაც არ კლავს, ის აძლიერებს.

2013 წლის ზაფხული - ამ დროს ერერას უახლოესი მეგობარი, ხავი მარტინესი უკვე იყო ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის თასების მფლობელი, მაგრამ ის რა თქმა უნდა აღარ იყო "ატლეტიკში". ჩანდა, რომ ეს მაგალითი უნდა ყოფილიყო "ატლეტიკის" ყველა ახალგაზრდისთვის. თურმე შეიძლება აქედანაც წახვიდე და იქცე დიდი გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად.

და აი, ჯერი მოვიდა ანდერ ერერაზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდა მისით. სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს გაზეთები წერდნენ - "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები ჩავიდნენ ესპანეთში, რათა ერერას გამოსყიდვისთვის საჭირო 36 მლნ. ევრო გადაეხადონ. წერენ, რომ მოლაპარაკება შედგა. შუაღამის შემდეგ კი დაწერეს, რომ მოლაპარაკება ჩაიშალა. დეტალები პირდაპირ გასაოცარია - აღმოჩნდა, რომ არავითარი "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები არ არსებობდნენ. ვიღაც საიდუმლო პირები მისულან, ვისაც თავი "იუნაიტედის" წარმომადგენლებად გაუსაღებიათ. მომდევნო პრეს-კონფერენციაზე კი ანდერი ვალდებული იყო მოწყენილი სახით დაედასტურებინა, რომ "იუნაიტედთან" არავითარი მოლაპარაკებები არ აქვს.

Ander - მებრძოლი



2013 წლის ზაფხულში "ატლეტიკის" სათავეში ერნესტო ვალვერდე მოვიდა. მან გუნდს ყველა უბედურების წამალი მისცა, დაუბრუნა ფსიქოლოგიური სტაბილურობა და შთაბერა თავდაჯერებულობა. რაც მთავარია, შეინარჩუნა ორი ანდერი - ერერა მაღლა, იტურასპე დაბლა. თუმცა მთავარი წინ იყო - კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, რითაც წინა წლის "ცოდვები" სრულად გამოისყიდა.

წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ანდერ ერერა გახლდათ, რომელიც იმ სეზონში აჩვენებდა არა მარტო თავისთვის ჩვეულ თვისებებს (საგოლე მომენტების შექმნის მიხედვით მეორე იყო გუნდში), არამედ დაუჯერებლად დიდი რაოდენობის შავ სამუშაოს ასრულებდა, რაც ერთ შეხვედრაში საშუალოდ სამჯერ ბურთის წართმევას ნიშნავს (მთელი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი). მითუმეტეს, რომ მისი პარტნიორები ორი დაცვითი სტილის ნახევარმცველი იყო. ამ სეზონში მისი უნივერსალურობა და მრავალმხრივობა უმაღლეს დონემდე ავიდა და ევროპულ სცენაზე სათამაშოდაც მზად შეიქნა. ზოგიერთი კი საერთოდ მოელოდა, რომ ერერასა და იტურასპეს ნაკრებში გამოიძახებდნენ. მაგრამ რეალობა ასეთია - მოქმედ ჩემპიონებს ამ პოზიციის გამაგრება ნამდვილად არ სჭირდებათ, ყოველშემთხვევაში მაშინ ასე იყო.

Ander - მებრძოლი


2014 წლის ზაფხული. ერერა "ოლდ ტრაფორდის" გაზონზე დგას და სახეზე ღიმილი დასთამაშებს. რა ტრიალებს ამ ბიჭის გონებაში? შესაძლოა "სარაგოსასთან" ერთად პრიმერაში გადმოსვლის შემდეგ განვლილი მთელი გზა, შესაძლოა "ატლეტიკისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ის შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე", რომელშიც ადგილობრივი გულშემატკივარი იძულებული გახდა თბილი ესპანელებისთვის ტაში დაეკრა. იქნებ ის დღე, როცა მამამ პირველად მიიყვანა იგი ფეხბურთზე "სელტას" შეხვედრაზე. რაც არ უნდა ტრიალებდეს ერერას გონებაში, ის მოედანზე დგას სახის გამომეტყველებით, რომელზეც ნათლად წერია, რომ კარიერის სამომავლო განვითარების ნებისმიერ სირთულეს თავაწეული შეხვდება - ზუსტად ისე, როგორც "ოლდ ტრაფორდზე" გასაოცარი პასის გაკეღების დროს. თითქოს ისევ მოწინააღმდეგის ზურგს უკან ჩარბენილ თანაგუნდელს ელოდებაო. ანდერი - ეს არის მებრძოლი, რომელიც ბავშვობიდანვე ოცნებით მოდის და ოცნება იწყება აქ და ახლა - ამ სტადიონზე, ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში. ამ გუნდში - "მანჩესტერ იუნაიტედში".

Ander - მებრძოლი


ავტორი - Dainis

თარგმანი - გიორგი დუმბაძე


sports.ru
სიახლეები, სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 ივლისი 2014 07:35
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ალბათ თავი შეგაწყინეთ ანდერზე ამდენი საუბრით, მაგრამ ვფიქრობ ღირს...ისე ამას ისე ეხერხება ბარსას კარში გოლების გატანა, რომ ლიგის ფინალს აწი აღარ წავაგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: nika1997
5 ივლისი 2014 08:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
საგოლ ავტორრ გემშვიდობებით ათი დგით ვერ შემოვალ და იემდია ათიდგის მერე რო შემოვალ დამხვდება გაპორმებული ფეხბურთელები ზბორებზემ ივდიავრ და
0
№3
ავტორი: chudikone
5 ივლისი 2014 10:13
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძაან მეიმედება ამ ფეხბურთელის და რა სიახლეც არ უნდა იყოს, ყოველთვის ვვკითხულობ. ერთი სული მაქ მანჩესტერის მაისურით მოედანზე დავინახო და დავტკბე. საღოლ გიო რო არ იზარებ და ამომწურავ ინფორმაციებს გვაწვდი.

nika1997,
აბა შენ იცი, კარგი დრო ატარე და იმედია კარგ ტრანსფერს დაგახვერებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Manchester_M
5 ივლისი 2014 11:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: RojoDiablo
ამას ისე ეხერხება ბარსას კარში გოლების გატანა, რომ ლიგის ფინალს აწი აღარ წავაგებთ


და შემდეგ იტყვიან 30 მილიონიანი გოლიო :D

მშვენიერი ისტორია აქვს ამ ბიჭს და იმედია კიდევ უფრო უკეთესი გაგრძელება იქნება.
0
№5
ავტორი: Esi
5 ივლისი 2014 11:40
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ყოჩაღ, სიამოვნებით ვკითხულობ შენს სტატიებს.

რავი ამაზე რა უნდა ვთქვა, ვფიქრობ კროოსი უნდა მოეყვანათ, მაგრამ იმედია ესეც გაამართლებს
0
№6
ავტორი: red devil
5 ივლისი 2014 12:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კაი ბიჭია და ვნახოთ რას იზავს იმედია გაამართლებს.
0
№7
ავტორი: ლადო
5 ივლისი 2014 14:31
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ყველაფერი გავიგე სულ ერერას შესახებ და ეს მხოლოდ დუმბოს დამსახურებაააა, მადლობა )) საინტერესო იყო ძალიან

0
№8
ავტორი: GeorgeBest
5 ივლისი 2014 14:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს ბოლოსკენ მოვიტოვე და დიიდ სიამოვნებითაც ვკითხულობ შენ სტატიებს, პირველ რიგში იმიტომ რომ მართლა კარგი ნათარგმნია
0
№9
ავტორი: Malboro463
5 ივლისი 2014 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
სურათზე გამახსენდა დანიაში 2011 წლის ეუროპაზე რა ძლიეირ სასტავი ყავდა ესპანეთს

დე გეა, აზპლიკუეტა, ალბა, მარტინესი, ბოტია, ერერა , მატა მუნიანი, ადრიანი. 13 ში ალკანატრა, ისკო, კოკე, ბარტრა, კარვახალი, მორატა დაემატა
ასეთი სასტავი ინგლის ძირითადში არ ყავს
0
№10
ავტორი: Rooney
5 ივლისი 2014 18:44
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
ძალიან მეიმედება ამ ბიჭის და ვიცი რომ გაამართლებს, ისე ესპანელები ყოველთვის კარგ პროგრესს განიცდიან ინგლისსში : ))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top