"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი სერბი მცველი და კაპიტანი ნემანია ვიდიჩი, დღეს ოფიციალურად მილანის "ინტერს" შეუერთდა.
სერბის პირველი გამოჩენა მილანში
გთავაზობთ ნემანია ვიდიჩის პრესკონფერენციას, სადაც მან ისაუბრა ახალ გუნდზე:
რატომ აირჩიეთ ეს გუნდი?
"ინტერი" არის დიდი კლუბი დიდი ისტორიით, რომელმაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მოიგო ტრიპლეტი. მათ აქვთ ახალი პროექტი, ყავთ ახალი მფლობელი და მიხარია, რომ შევუერთდი ამ ყველაფერს. მე მიყვარს სიახლეები და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ.
თქვენ ესაუბრეთ სტანკოვიჩს?
მე ვესაუბრე სტანკოვიჩს, როდესაც პირველად ჩამოვედი მილანში. ის არ არის ერთადერთი სერბი ფეხბურთელი, რომელმაც ატარა ეს პერანგი, მინდა გავაგრძელო ეს ტრადიცია და გავხდე კიდევ ერთი სერბი ფეხბურთელი, რომელიც იასპარზებს სერია-ა-ში.ბევრი ფიქრობს, რომ იტალიურ ლიგაში ჩამოსვლა უკან გადადგმული ნაბიჯია. თქვენ რას ფიქრობთ?
"შეიძლება ზოგმა ეს ნაბიჯი უკან გადადგმულად ჩათვალოს, მაგრამ "ინტერი" დიდი ევროპული გუნდია, შეიძლება ახლა რთული პერიოდი აქვს, თუმცა ამ გუნდს აქვს ძალიან დიდი პროექტი, რომლის ნაწილიც გავხდი და ეს ჩემთვის პირიქით წინ გადაგმული ნაბიჯია. ინგლისური ფეხბურთი შეიძლება განსხვავდება იტალიური ფეხბურთისგან, მაგრამ მე მჯერა, რომ სერია-ა კვლავ ითამაშებს მაღალ დონეზე."როგორ დაგარწმუნათ პრეზიდენტმა ტოჰირმა?
მე არ მისაუბრია პირადად მასთან, მაგრამ მე ვესაუბრე პიერო აუსილიოს და მარკო ფასონეს, რომლებმაც მიამბეს კლუბის პროექტზე. მაშინვე ვფიქრობდი, რომ ეს იყო საინტერესო პროექტი. თავდაპირველად როდესაც"მანჩესტერში" მივედი დამხვდა ახალი პროექტი. პროექტი გრძელვადიანი იყო და შედეგიც მალევე მივიღეთ. მე მომწონს ახალი პროექტები სიახლე ყოველთვის მნიშვნელოვანია.როგორ ხედავთ 3 მცველიან ტაქტიკას და თუ შეხვდით თქვენს პარტნიორებს?
შარშან, როდესაც ვეწვიე "ინტერს" მე ვნახე და გავიცანი ჩემი მომავალი კოლეგების მუშაობა და ფორმა, რომელსაც მე მოვირგებდი მომავალში. რაც შეეხება 3 მცველიან ტაქტიკას მე არასდროს მითამაშია, მჭირდება ადაპტირება და ვფიქრობ დამჭირდება თანაგუნდელების დამხარება.
მართალია, რომ მილანსაც სურდა თქვენი შეძენა და რომ ესაუბრეთ ჩიჩარიტოს "ინტერზე"?
მილანი არ იყო იმ კლუბების სიაში, რომელსაც ჩემი შეძენა სურდა. რაც შეეხება ჩიჩარიტოს მას არასდროს უკითხავს ჩემთვის რამე "ინტერზე".თქვენ კვლავ იქნებით 15 ნომერი?
ნომერი 15? არ ვიცი თუ შევინარჩუნებ მას, მაგრამ ამის იმედი მაქვს. ჯერ არ ვიცი ნომერზე არ გვისაუბრია.რა იყო თქვენი პასუხი, როდესაც "მანჩესტერში" დარჩენა შემოგთავაზეს?
მე გავეცი პასუხი მათ, რომ უკვე 9 წელია ამ მაისურს ვატარებ. მოვიგე ყველა ტიტული და მინდა ახალი გამოწვევა. მე მაქვს ძალიან დიდი მოტივაცია, მინდა ისე დავამახსოვრო იტალიას თავი, როგორც ეს ინგლისში გავაკეთე. მომწონს ეს ქვეყანა, ლამაზი ქალაქია მილანი, ლამაზი სახლი მაქვს და შემიძლია ვისწავლო ახალი ენაც.
რა არის შემდეგი ნაბიჯი მომავლისთვის?
არავინ იცის რა მოხდება მომავალში.. ამ ეტაპზე აქ დარჩენა მსურს მომავალი 3 წლის განმავლობაში და მსურს უკეთესად მოვემზადო ახალი სეზონის დაწყებისთვის, რომ ყველა ვიყოთ ბედნიერი.
როდესაც მოაწერეთ ხელი კონტრაქტს გააცნობიერეთ, რომ ვერ ითამაშებდით ჩემპიონთა ლიგაზე?
ამას ვერც "მანჩესტერში" გავაკეთებდი (იცინის). ეს იყო არჩევანი, რომელსაც მე არ ვნანობ. ჩვენ ვიასპარეზებთ 3 ტურნირზე და მე არ ვფიქრობ რომ ეს მოსაწყენი იქნება.ვიდიჩი ”Appiano Gentile”-ს ეწვია (ფოტომასალა)დღეს ”ინეტრმა” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო "Angelo Moratti" სახელობის სპორტულ ცენტრში და პირველი ვარჯიში გამართა. გუნდთან ერთად, ვიდიჩმაც ივარჯიშა.inter.it