სერბი მცველი, ნემანია ვიდიჩი თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა და "ინტერში" გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია.
პრემიერ-ლიგის 2013-14 წლების სეზონის მე-7 ადგილზე დასრულების შემდეგ, ვიდიჩი სერია ა-ს კლუბში გადავიდა სამ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ხუთშაბათს ვიდიჩი ოფიციალურად წარადგინა "ინტერმა", რომელმაც წინა სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის საგზურიც მოიპოვა.
"მე ევროპის ერთ-ერთ უდიდეს კლუბს შევუერთდი. არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემს კარიერაში უკან გადაგმული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემთვის მხოლოდ წინსვლაა"
"იუნაიტედში" რომც დავრჩენილიყავი, ჩემპიონთა ლიგაზე მაინც ვერ ვითამაშებდი. "ინტერი" - მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ-კლუბია, რომელსაც გასაოცარი ისტორია და ტრადიცია აქვს. აქ არის ახალი პროექტი, რომელიც მაშინვე მომეწონა" - აცხადებს ვიდიჩი.