თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2014, 11:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1772,
კომენტარები: 6
ამაყი ვან პერსი
ვან პერსი ამაყობს თავისი მდგომარეობით.
ამაყი ვან პერსი
რობინ ვან პერსიმ თავისი თანაგუნდელები შეაქო მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული შეხვედრების გამო და გამოტყდა, რომ ამაყობს კაპიტნის სამკლაურის ტარებით.

ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა (5-1), დაიკავა ჯგუფში პირველი ადგილი და 1/8 ფინალში მექსიკის ნაკრებს სძლია. რობინ ვან პერსის აქტივში სამი გატანილი გოლია მიმდინარე ჩემპიონატზე. მისი ნაკრები 1/4 ფინალურ შეხვედრაში კოსტა რიკის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც სიკვდილის ჯგუფში ორი ევროპული ნაკრები, იტალია და ინგლისი ჩატოვა.

რობინ ვან პერსის თავისი ნაკრების სწამს და დარწმუნებულია, რომ ისინი წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.

"ნაიჯელ დე იონგს 20 წელზე მეტია ვიცნობ. ის - ნამდვილი მებრძოლია. ის ნამდვილად დაგვაკლდება კოსტა-რიკასთან მატჩში. მეორეს მხრივ კი ნამდვილად დაინახავდით, რომ მექსიკასთან შეხვედრაში მისი შეცვლა ნამდვილად შეძლო დეილი ბლინდმა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ნაიჯელმა ტრავმის გამო არ დავტოვა და ჩვენთან ერთად აღიდგენს ძალებს."

"ჩვენს გუნდში ძალიან დიდ როლს თამაშობენ ახალგაზრდები. მაგ. მემფის დეპაი. ძალიან მომწონს მასში ის, რომ არ ერიდება თამაშის საკუთარ თავზე აღებას და ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. თუ გავითვალისწინებთ ამ ტურნირის დონოეს, ეს ძალიან ძნელია."

"ახალგაზრდა ფეხბურთელებს ხშირად ვესაუბრები. იორდი კლასის ძალიან სურს მოედანზე გამოსვლა და ის იმსახურებს ამას, რადგან ბეჯითად ვარჯიშობს. ჩვენ ვართ გუნდი, რომლის თითოეულ წევრსაც სურს საკუთარი წვლილის შეტანა საერთო საქმეში. ეს არის სწორი მიდგომა, რომელიც იმედი მაქვს, რომ წარმატებას მოგვიტანს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე."

"ჩვენ მწვრთნელს გამარჯვება სურს და სწორედ ამიტომ არ აშინებს სათამაშო სქემის შეცვლა მატჩის მიმდინარეობისას. მოთამაშეთა დიდი დამსახურება გახლავთ ის, რომ მალევე ეგუებიან ამ სქემას და გამარჯვებები მოაქვთ. ჰოლანდიური პრესა დარწმუნებული იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერაფერს მივაღწევდით, მაგრამ ჩვენი გუნდური სულისკვეთებ ის შედეგად დავამტკიცეთ, რომ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია."

"ამაყი ვარ იმით, რომ კაპიტნის სამკლაურს ვატარებ. ჩვენთვის დიდი პატივია ტურნირის ამ ეტაპზე ყოფნა. ჩვენ - ნამდვილი გუნდი ვართ."


redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
4 ივლისი 2014 12:30
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Sagol van gaals! Ro gadavxede shemadgenlobas tavidan, ramdenime fexburteli mecno marto da metqi eseni charchebian jgufshitqo. Axla ro vuyureb potenciur msoflio chempionebs vxedav. Imedia persie da van gaali manchestershi msoflio chempionebis statusit chamovlen!
0
№2
ავტორი: UTD-Rule
4 ივლისი 2014 13:04
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ნაიჯელი ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელი იყო მიმდინარე მსოფლიოზე და ძალიან დააკლდება ჰოლანდიას დარჩენილ თამაშებში... ბლინდმა კარგად შეცვალა,მაგრამ ფიზიკურად სუსტია და ეს დოს სანტოსის გოლის მომენტშიც გამოჩნდა...

ვნახოთ როგორ გააგრძელებს ასპარეზობას ვან გაალის ჰოლანდია.. winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Count Alucard
4 ივლისი 2014 13:09
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მექსიკასთან ძალიან გაუჭირდა რობინს თამაშ იმედია კოსტა რიკასთან კარგად გამოვა და გოლს გაიტანს თან არა ერთს, მთელი გულით ვგულშემატკივრობ ჰოლანდიას. am
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 ივლისი 2014 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სიმართლე გითხრათ მეც არ მეგონა რო ჰოლანდიელები ესე კარგად ითამაშებდნენ, მაგრამ ვან გაალი უდიდესი ტაქტიკოსია და მისმა გენიალურობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რო უდიდესი მწვრთნელი გვეყოლება.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
4 ივლისი 2014 14:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბლინდი რა მაგარია, მაგრად მინდა ეგ მოიყვანონ. ყველგან თამაშობს და ძალიან კარგიცაა, მაგრად გამოგვადგებოდა ეგეთი ფეხბურთელი და იმედიაწამოიყვანს

ჰოლანდიას წელს ყველაზე დიდი შანსი აქვს ჩემპიონობის ჩემი აზრით
0
№6
ავტორი: Manchester_M
4 ივლისი 2014 15:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვან გაალის დამსახურებაა ჩვეულებრივი ბიჭებისგან უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში არ არის ვარსკვლავი ჩამოაყალიბა კარგი გუნდი რომელსაც პრეტენზია აქვს მსოფლიო ჩემპიონობაზე :)) დე იონგი მაგრად დააკლდება გუნდს :X მემფის დე პაი კარგი იქნებოდა რომ წამოეყვანა :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top