თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2014, 08:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2275,
კომენტარები: 13
ბელფასტის დე ბური - ჯონი ევანსი
საინტერესო სტატია.
ბელფასტის დე ბური - ჯონი ევანსი
ეს იყო რამდენიმე შესანიშნავი წელი წელი ჯონი ევანსისთვის


ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის წასვლის შემდეგ, იგი ყველაზე ასაკოვანი და ყველაზე საიმედო მცველია "მანჩესტერ იუნაიტედში". ძალიან დიდსულოვანი დაბრუნებაა მოთამაშისთვის, რომელიც კინაღამ ჩამოწერა ხალხმა, რომელიც მოუთმენლად და პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი იმ ფაქტის მიმართ, რომ ახალგაზრდებისთვის ორი წლის შანსი მიეცათ.

2011 წლის ბოლოს, მცველის მისი უნარები დაცინვის საგანი გახდა მათთვის, ვინც განტევების ვაცს ეძებთა "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში, რომელშიც "იუნაიტედი" 6-1 დამარცხდა. ჩრდილოირლანდიელმა შეხვედრის 46-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მატჩის შემდგომ გულშემატკივართა ბოღმის უდიდესი ნაწილი საკუთარ თავსზე გამოსცადა. დანარჩენ დაუფიქრებელ ქმედებებზე რომ დავფიქრდეთ, მაშინვე გაგვახსენდება მისი ორფეხა ვარდნა "ბოლტონის" ფეხბურთელის, სტიუარტ ჰოლდენის ფეხებში. ეს იყო სისხლისმღვრელი ორთაბრძოლა, რის შემდეგაც ზოგიერთმა გულშემატკივარმა მას ფსიქოპატი უწოდა, რომელიც კლუბის მაისურის ტარების ღირსი არაა.

მაგრამ მას ეს არ აშინებდა. ისევე როგორც დარენ ფლეთჩერი და აკადემია გამოვლილი სხვა ფეხბურთელები, რომლებიც "იუნაიტედის" ყველაზე პრეტენზიულმა გულშემატკივრებმა დაიწუნეს, კრიტიკის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდნენ.

და ახლა ის, ისევე როგორც შოტლანდიელი, ცოცხალი მიზეზია სირცხვილისა მათთვის, ვინც დენი ველბეკსა და ტომ ქლევერლის აკრიტიკებს იმის გამო, რომ თავიანთი კარიერის ბრწყინვალების პერიოდში მზა "პროდუქტს" არ წარმოადგენენ.

"სიტისთან" გამართული იმ სამარცხვინო შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე წელში ჯონი ევანსი სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ფერდინანდმა შესაძლოა მიიღო უდიდესი აპლოდისმენტები მე-20 ტიტულისთვის ბრძოლაში შესანიშნავი თამაშისთვის, მაგრამ ამაში მას სწორედ ევანსი დაეხმარა, რომელიც დაცვაში ყოველთვის "წმენდდა" და ასაკოვან ინგლისელს თავისი ნელი ფეხებით კლასის დემონსტირების საშუალებას აძლევდა.

მეორე სართულზე მისი თამაშის სიძლიერე კარგად გამოჩნდა, როცა მან 2009 წელს თავად დიდი დროგბა "ჩამოიღო". ხოლო, იქიდან გამომდინარე, რომ ვიდიჩი დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებული იყო, ევანსი თავად ეხმარებოდა დავიდ დე ხეას მეორე სართულზე. მოედანზე მისი პოზიციური ცოდნა და თამაშის წაკითხვის რიოსებური უნარი, "იუნაიტედს" "რადარის" შექმნის საშუალებას აძლევდა, რომელიც ხიფათს მათ წარმოშობამდე ახშობდა. ევანსი ძირითადის ფეხბურთელი გახდა: უფრო ბრძენი, ფორმირებული და უფრო დახვეწილი. სამწუხაროდ დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ ევანსს ტრავმებმა შეუშალა ხელი, რათა კიდევ უფრო განვითარებულიყო, მაგრამ ისიც კი ძნელი სათქმელია სწორად შეაფასა თუ არა შოტლანდიელმა ცენტრბექი.

ევანსი არასდროს ყოფილა საშუალო დონის მცველი. ბურთის კონტროლის მისებრი უნარი, ორივე ფეხით თამაშის შესაძლებლობა, მკვირცხლი თვალი, სანტიმეტრების სიზუსტის შორეული გადაცემები აჩვენებდნენ მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშეს. გამომდიანარე იქიდან, რომ ევანსს ჯანმრთელ მდგომარეობაშიც კი ამჯობინებდნენ ჯონსსა და ვიდიჩს, მისი სიყვარული ტექნიკური თამაშისადმი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს მას აკლდა სერიოზულობა, რომელიც ცენტრალურ მცველს სჭირდება. ალბათ ასე ფიქრობდა, ახალი, პროზაული მწვრთნელი. მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ რუნიმ შეამცრია ტექნიკის დემონსტირირება ვარჯიშებზეც კი, გასაოცარი სულაც არ გახლდათ ის ფაქტი, რომ ევანსს იშვიათად იყენებდა შოტლანდიელი მწვრთნელი.

ევანსს არ გაუჭირდება ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ძირითადში თამაში. ბოლოს და ბოლოს ჰოლანდიელის ხელში იგი თავის ნიჭს გააღრმავებს და "იუნაიტედის" ვარსკვლავი გახდება მოომდევნო წლებში. ჰოლანდიის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი, "აიაქსში" მუშაობისას იგი ძალიან აფასებდა ფრანკ დე ბურის გრძელ პასს, რომელიც გუნდს შეტევების ინტენსიურ დაწყებაში და თავდამსხმელებამდე ბურთის მარტივად მიტანაში ეხმარებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯონი ევანსი იყო ერთადერთი ბრიტანელი, რომელიც 2013 წელს ფრანკ დე ბურის მიერ შედგენილს ევროპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მასთან ერთად მოხვდნენ ვან პერსი, ჩავი, ლამი, კრიშტიანუ რონალდუ და სხვები. მიუხედავად იმისა, რომ ევანსს ინგლისში არ აფასებენ, ნათელია, რომ ასე არ ხდება ჰოლანდიაში.

შესაძლოა ზოგიერთებმა თქვან, რომ ევანსმა გამოასწორა რა თავის თამაშში შეცდომები თავის თამაშის პიკს მიაღწია "ოლდ ტრაფორდის" გაზონზე. აღარ არსებობს ისეთი განისჯელი ბიჭუნა, რომელიც გულშემატკივრებს ორ ბანაკად ჰყოფდა - ერთ-ერთი მათგანი მის უკმარისობას უფრთხოდა, მეორენი კი მის ძლიერ მხარეს აქებდა. ის "იუნაიტედის" ძირითადი დაცვა გახდა, თავკაცი და ლიდერი ახალგაზრდა მცველებისთვის, როგორც წელს წასული მისი კოლეგები.

უკანასკნელ სეზონში ფერგიუსონს მიაჩნდა, რომ ევანსი ძირითადი დაცვა იყო და მას პარტნიორი მხოლოდ მრავალფუნქციურობას ჰმატებდა - გამომდინარე აქედან, პარტნიორი მხოლოდ მოწინააღმდეგის მიხედვით ირჩეოდა. ვხვდებით გუნდს, რომელიც უკანა ხაზს ატერორებს? დავაყენოთ ვიდიჩთან ერთად. მთავარია - ბურთის კონტროლი? ფერდინანდი გაართმევს თავს. საჭიროა დამატებითი მობილობა და საიმედოობა? რა თქმა უნდა ჯონსი ან სმოლინგი.

სატრანსფერო ჭორები ტრიალებს და ბრუნავს ისეთი მცველების ირგვლივ, როგორიც არიან მატს ჰუმელსი, ესეკიელ გარაი, ან ელიაკიმ მანგალა, მაგრამ მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ხმები რეალური ან არის თუ არა მზად "იუნაიტედი" ისინი შეიძინოს, ვფიქრობთ მათი მოყვანის აუცილებლობა აღარ არის ისეთივე აუცილებელი, როგორც სხვები ფიქრობენ. ვან გაალმა ჯერ კიდევ შეიძლება იპოვოს პასუხი ფრანკ დე ბურის ბელფასტურ პასუხში - ჯონი ევანსი.



ავტორი: გრეგ ჯონსონი

თარგმანი: გიორგი დუმბაძე


therepublikofmancunia
სიახლეები, სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
4 ივლისი 2014 10:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მადლობა ავტორს თარგმნისთვის :)

კარგი მცველია ევანსი სერიოზული გრძელი გადაცემები აქ და მეორე სართულზეც კაია მაგრამ ამ ბოლო დროს ტრამვები აწუხებდა და იმედია გამოსწორდება მდგომარეობა თან ის აქვს პლიუსი რომ ახალგაზრდაა და კიდევ წინ აქვს ყველაფერი :)
0
№2
ავტორი: chudikone
4 ივლისი 2014 10:43
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კარგი ვინმეა ევანსი, ბოლო დროს ძალიან დაიხვეწა, მაგრამ ერთი მაღალი დონის მცველი აუცილებლად გვინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Berba 9
4 ივლისი 2014 11:18
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
საღოლ მაგარი სტატიაა, მე ევანსი დიდი ხანია მომწონს, ფერგიც ხშირად რიოს ნაცვლად აყენებდა... მოკლედ რომ ვთქვათ ევანსის იმედი უფრო მეტად მაქვს,ვიდრე ჯონსის, ან სმოლინგის, თუნდაც ვერმაელენი რომ იყიდონ :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№4
ავტორი: Amanda Seyfried
4 ივლისი 2014 11:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ჯონსზე და სმოლინგზე სტაბილური და კლასნია დაცვის ცენტრში ევანსი, ძირითადში მინდა ეს კაცი :)
0
№5
ავტორი: Manchester_M
4 ივლისი 2014 11:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვერმაელენის გადმოყვანა სართოდ არ მინდა :X მაგას მირჩევნია მარტო 1 მცველი დავიმატოტ ჰუმელსი ან დე ვრეი და ფლანგებზე გვყავს ხალხი თუ რაფიკა რამე ჯონსი შეენაცვლება.
0
№6
ავტორი: Macklemore
4 ივლისი 2014 12:16
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Sagol rojo!! Me dzalian momwons evansi da magis didi imedic maqvs, magram mteli sezoni 3 centraluri mcvelit ver gavqachavt da vinme uechvelad unda viyidot. Am dgeebshi kontraqts gauxangrdzliveben william
Keanes da arc eg bichia chamosaweri! Martla magari bichia.
0
№7
ავტორი: Count Alucard
4 ივლისი 2014 13:00
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
2009/2010 და 2010/2011 წლების სეზონშI მართლა ცუდად გამოიყურებოდა მაგრამ მერე გამოცდილება შეიძინა და კარგ მცველად ჩამოყალიბდა ჯონი. დიდი იმედი არ მქონდა ამ ბიჭის ადრე მაგრამ მოახერხა და გაიხსნა და ახლა ალბათ ერთერთი ძირითადი მცველი იქნება. ძალიან მაგრად მუშაობ გიო, სერიოზულად დაფიქრდი სპორტული ჟურნალისტის კარიერაზე თუ უკვე გადაწყვეტილი არ გაქვს love
0
№8
ავტორი: UTD-Rule
4 ივლისი 2014 13:02
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
chudikone,
+1

როგორც ევანსი ასევე ჯონსის საკმაოდ კარგი მცველები არიან,მაგრამ ზუსტად ჰუმელსის ნაირი მცველი გვჭირდება სანამ ესენი ბოლომდე ჩამოყალიბდებიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: GeorgeBest
4 ივლისი 2014 14:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მახსოვს როგორ გადაუარეს ამასაც, არაა ტოპ კლასის შეიძლება არცაა იუნაიტედის დონის მაგრამ ვაფასებ ამას იმიტომ რომ ყველაფრის მიუხედავად ფერგის ხელში მაგრად მოუმატა და ბევრი რამ დაამტკიცა. სათადარიგო მცველად ძალიან კარგიადა იმედი მაქვს მე
0
№10
ავტორი: Juan Mata
4 ივლისი 2014 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
ძაან მევასება ევანსი. კარგი მცველია და რავი იმედია ვან გაალი არსად არ გაუშვებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top