ლუი ვან გაალს სანჩესი სურს.
მას შემდეგ, რაც "არსენალმა" და "ლივერპულმა" თავიანთი ყურადღება მიაპყრეს ალექსის სანჩესს, კიდევ ერთი გრანდი, "მანჩესტერ იუნაიტედი" მათ არ ჩამოუვარდა და ასევე მოინდომა ჩილელი თავდამსხმელის შესყიდვა.
ლუი ვან გაალი მოხიბლულია "ბარსელონას" ვარსკვლავის თამაშით, რომელიც სავარაუდოდ "ნოუ კამპს" დატოვებს. მის შემცვლელად "ბარსელონა" უკვე აწარმოაებს მოლაპარაკებებს ლუის სუარესთან.
"წითლების" ახალმა მწვრთნელმა უკვე დახარჯა 60 მლნ. ფუნტი ანდერ ერერასა და ლუკ შოუს ტრანსფერებში. როგორც ჩანს ლუი ვან გაალი აპირებს პრემიერ-ლიგისთვის ბრზოლას პირველსავე სეზონში შეუდგეს.
ლუის სურს დაცვისა და ნახევარდაცვის ცენტრები გააძლიეროს, მაგრამ არც შეტევას ტოვებს უყურადღებოდ.
ამასთან დაკავშირებით ვან გაალის ერთ-ერთ სამიზნეს არიენ რობენი წარმოადგენდა, მაგრამ ჰოლანდიელმა განაცხადა რა, რომ "ბაიერნში" ბედნიერია, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" არ გადავა.
ალექსის სანჩესი დიდი ხანია ითვლება "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნედ. სერ ალექს ფერგიუსონს მისი შესყიდვა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, სანამ იგი "უდინეზედან" "ბარსელონაში" გადავიდოდა.
ალექსისმა თავისი დიდებული თამაშის ჩვენება ვერა და ვერ შეძლო კატალონიელთა რიგებში, მაგრამ იგი დიდებული იყო ჩილეს ნაკრებში, რითაც კიდევ ერთხელ მიიპყრო მსურველთა ყურადღება.
"ბარსელონა" აპირებს სანჩესი და 70 მლნ. ფუნტი ლუის სუარესის "ლივერპულიდან" წამოყვანისთვის გამოიყენოს. თუმცა როგორც მოსალოდნელია, სანჩესი "ენფილდს" "არსენალს" ამჯობინებს.
ვან გაალი შეეცდება ალექსისის "ოლდ ტრაფორდზე" მოწვევას, მითუმეტეს, რომ ჰოლანდიელი აპირებს აქტიური იყოს სატრანსფერო ბაზარზე.
MEN