თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2014, 07:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1234,
კომენტარები: 10
"წინა წელი არ ითვლება"
მაიკლ კერიკი ახალი სეზონის მოლოდინშია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ნახევარმცველი, მაიკლ კერიკი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე არ იმყოფებოდა, შედარებით დასვენებული შეხვდება ამერიკის ტურნეს.

გასული სეზონის წარუმატებლობაში თავისი ბრალი მიუძღვის 32 წლის ინგლისელსაც. ამიტომ იგი ძალიან მონდომებულია, რომ ახალ სეზონში ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნოს.

"გასული წელი არავის არაფერში არ ეთვლება. ახალი განწყობიღ, მოლოდინითა და წარმატების სურვილით ვხვდებით ახალ კამპანიას."

"არ ვაპირებ ამ სეზონში წინა წლებისგან განსხვავებული რამ ვაკეთო"

"მიუხედავად იმისა იგებ თუ აგებ, მომდევნო წელი მაინც ახალად უნდა დაიწყო და ყველაფერი კიდევ ერთხელ გააკეთო."

"ცუდი შეგრძნებაა, როცა რაღაც კარგად არ მიგდის."

"ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა წარმატებისთვის მიგვეღწია, მაგრამ ხანდახან ესეც არ კმარა"

"შენ ჩავარდნები გექნება და ელოდები, რომ მალევე აღმოფხვრა ის - დრო და დრო ამას ვახერხებდით აღმოფხვერით კიდეც - შემდეგ კი შედეგები და თამაში კვლავ ცუდდებოდა, როცა უკან ვდგამდით ნაბიჯს."

"ეს ძალიან სამწუხარო იყო. უკან როცა მოიხედავდი, მხოლოდ იმედგაცრუება გხვდებოდა, მაგრამ ჩვენ ამისგან ბევრი რამ ვისწავლეთ."

"არასდროს ვწყვეტდით სწავლას და იმას ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო"


ვან გაალმა უკვე ჩაატარა გარკვეული სამუშაოები კლუბში და მან ორი ახალწვეული, ანდერ ერერა და ლუკ შოუ შესძინა კლუბს.

კერიკს კი სჯერა, რომ "იუნაიტედს" შესწევს ძალა, მომდევნო წელს პრემიერ-ლიგისთვის იბრძოლოს.

"ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საკმარისი შესაძლებლობა იმისთვის, რომ შევებრძოლოთ მათ - არაფერს ვამბობ საზაფხულო განახლებაზე". - ამბობს კერიკი.

MEN
სიახლეები, ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 ივლისი 2014 07:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩვენც ეგ გვინდა მაიკლ...არ ვიცი შენ დარჩები თუ არა და თუ დარჩები თამაში რამდენად ხშირად მოგიწევს, მაგრამ იპლ გვინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: red devil
4 ივლისი 2014 08:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს არამგონია ძირითადის კაცი იყოს მომავალში
0
№3
ავტორი: ლადო
4 ივლისი 2014 09:19
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მე ძალიან მიყვარს კერიკი და იმედია დარჩება, ასე ხელის მოსმით ყველას გუნდიდან გაშვება ცუდია და სწორიც არ არის....
0
№4
ავტორი: Manchester_M
4 ივლისი 2014 10:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კერიკი დარჩება რადგან ერთი გამოცდილი დაჭირდება ლუის ახალწვეულებს რაღაცეები რომ ასწავლოს და ადაპტაციაში დაეხმაროს :) და კერიკზე უკეთესი კანდიდატი ვინ გინდა თან მთლაც ისეთი ბებერიც არ არის რომ 1-10 თამაში რომ ვერ ჩაატაროს მაღალ დონეზე :)
0
№5
ავტორი: RedGirl
4 ივლისი 2014 11:59
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
წავიდა ეს ერთი სეზონი მაგრამ დაივიწყო ეგეც არაა სწორი. რათქმაუნდა აღმასვლა უნდა განვაგრძოთ და დავიბრუნოთ ის რაც ჩვენია და ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ არ უნდა დაივიწყო ის ერთი წელი და წარუმატებლობა, მხოლოდ იმიტომ რომ იგივე აღარ განმეორდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: Macklemore
4 ივლისი 2014 12:39
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Dzalian kargadac itvleba!! Yoveltvis unda gaxsovdet ra sezoni chaataret! Marto moyessis brali ar yofila, fexburtelebic veriyvnen mowodebis simagleze.
0
№7
ავტორი: GeorgeBest
4 ივლისი 2014 14:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რატომღაც კერიკი ყველამ ჩამოწერა და მისი გამოცდილება ისევ გამოგვადგება მომავალ წელს. თავის სიტყვა თქვა ალბათ უკვე ამ კაცმა მაგრამ მაინც მაგრად მევასება და მინდა რომ დარჩეს ბოლომდე ჩვენთან
0
№8
ავტორი: don_vini
4 ივლისი 2014 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
წინა წელი არ ითვლება ყველას ნიჩურტი ქონდად :დ :დ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№9
ავტორი: RedTeen
5 ივლისი 2014 03:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
არც მე არ ვთვლი წინა სეზონს.. მეტს ველი მომავალ წლებში..
0
№10
ავტორი: LizarD
5 ივლისი 2014 04:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
don_vini,
:-D :-D. კერიკის გაშვება სისულელე იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top