თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2014, 06:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1656,
კომენტარები: 9
"გამოფიტული"
ფილ ჯონსი განახლებას ელოდება.
"გამოფიტული, გამოფიტული. წლების განმავლობაში მუშაობ ამ დონეს რომ მიაღწიო და რამდენიმე დღეში იცლები." - აცხადებს ჯონსი.

"წითლების" მოთამაშეები მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ანარეკლები იყვნენ.

იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებთან მარცხის შემდეგ, როი ჰოჯსონის ბიჭებს საშუალება მიეცათ ღირსება აღედგინათ, მაგრამ კოსტა რიკასთან მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ.

1958 წლის შემდეგ პირველად მოხდა ისე, რომ ინგლისის ნაკრები ჯგუფური ეტაპიდანვე გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს.

და მიუხედავად იმისა, რომ ეს სულაც არ იყო სიურპრიზი ინგლისის ნაკრების ბევრი გულშემატკივრისთვის, ჯონსი ძალიან გაოცებულია ასეთი ადრეული გამოვარდნით.

"ნამდვილად გვეგონა, რომ დიდი შანსი გვქონდა. რისი? პლეი-ოფის, მეოთხეთფინალის, ნახევარფინალის"

"ვიცი, რომ დიდი მოლოდინი იყო ინგლისის ნაკრების მიმართ, მაგრამ მოთამაშეთა ეს ჯგუფი დიდებული ფეხბურთელები იყვნენ როგორც კლუბისთვის, ისე ნაკრებისთვის."

"ამის ჯერ კიდევ მჯერა. არ მაინტერესებს რას ამბობენ სხვები ნაკრების შესახებ. ინგლისის მომავალი ნათელია."

"მაგრამ ძალიან რთულია იმის ნახვა, რომ ბიჭები ასეთი განადგურებულნი არიან"
- აცხადებს ჯონსი.

როცა მოინდომებ ინგლისის ნაკრების მიერ ჩატარებულ სამ შეხვედრაში რაიმე პოზიტიური იპოვო, ნახულობ მხოლოდ იმას, რომ მათ ერთი ქულა დააგროვეს და მხოლოდ ორ შეხვედრაში გაიტანეს გოლი.

"ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ჩვენთან ერთად თამაშობდნენ, ძალიან ყოჩაღები იყვნენ, მაგრამ სულაც არ მიმაჩნია სწორად ქულების დაწერა."

"უიღბლობას ვერაფერს დააბრალებ, რადგან საკუთარ ბედს თავად ვქმნით, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ხანდახან ბედი არ გვწყალობდა"


ფილ ჯონსი მოუთმენლად ელოდება ახალი მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ სეზონის დაწყებას.

"ყველაფერს გავაანალიზებთ და მოუთმენლად დაველოდებით ახალი სეზონის დაწყებას. მაგრამ სანამ ამერიკის ტურნეზე წავიდოდეთ, ვაპირებ მცირე ხნით დავისვენო" - აცხადებს ჯონსი.

MEN
სიახლეები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 ივლისი 2014 07:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ინგლსიის ნაკრებზე რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებთ, მით უფრო მალე დაივიწყებთ ამ წარუმატებლობას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: red devil
4 ივლისი 2014 08:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
სანამ ჰოჯსონი გეყოლებათ მანამდე ვერაფერს ვერ მიაღწევთ
0
№3
ავტორი: ლადო
4 ივლისი 2014 09:17
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ინგლისის ნაკრებზე ხო ვაბშე მოკვდა თემა....ჯონსი სასტარტოს ფეხბურთელი და ერთ–ერთი ლიდერი მინდა, რომ იყოს დაცვის და საერთოდ გუნდის
0
№4
ავტორი: Manchester_M
4 ივლისი 2014 10:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჰოჯსონი სანამ გეყოლებათ ჩემ ფეხებს მეიგებთ fellow
0
№5
ავტორი: chudikone
4 ივლისი 2014 10:35
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
შენ ძალიან მაგარი ხარ, ჯონს !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: RedGirl
4 ივლისი 2014 11:57
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
"ნამდვილად გვეგონა, რომ დიდი შანსი გვქონდა. რისი? პლეი-ოფის, მეოთხეთფინალის, ნახევარფინალის"


ჩვენც გვეგონა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: Macklemore
4 ივლისი 2014 12:38
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Sanam eg kundzi eyoleba ingliss mwvrtnelad, iqamde araferi. Eshveleba!
0
№8
ავტორი: GeorgeBest
4 ივლისი 2014 14:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არამგონია ჰოჯსონის ხელშიკ ნაკრებს ნათელი მომავალი ჰქონდეს
0
№9
ავტორი: don_vini
4 ივლისი 2014 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ჰოჯსონი და ნევილი რო წავლენ გუნდიდან აუცილებლად ესველებათ.ჯე რმაკალრენს შეალიეს რა თაობა.ეხლა ცდილობენ ჰოჯსონს.კარგით რააააა!!!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top