მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, "ბებერი ქალბატონი" მაინც ინარჩუნებს ინტერესს ფრანგის მიმართ.
33 წლის ფებხურთელი ლუი ვან გაალს ნამდვილად სჭირდება, მაგრამ ევრას კარგად ესმის, რომ მას რეგულარული სათამაშო დრო აღარ ექნება. ამის საბაბს კი "იუნაიტედის" მიერ გაკეთებული შენაძენი, ლუკ შოუს ტრანსფერი იძლევა.