საფეხბურთო ფორმის სამი მწარმოებელი ერთმანეთს ექიშპებიან, რათა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურის წარმოების უფლება მოიპოვონ.
Nike-თან მოქმედი კონტრაქტი "იუნაიტედს" მომდევნო წელს ეწურება. შეგახსენებთ, რომ კონტრაქტის მიხედვით "წითელი ეშმაკები" 24 მლნ. ფუნტს იღებენ წელიწადში.
BBC-ს ცნობით, Nike მარტივად ვეღარ მოახერხებს კონტრაქტის გახანგრძლივებას. ამ საქმეში Nike-ს Adidas-ი და Warrior-ი შეეცილებიან.
"იუნაიტედი" სამი მსხვილ კომპანიასთან აწარმოებს კონტრაქტს. იდეაში 10 წლის ვადით უნდა გაფორმდეს კონტრაქტი და "იუნაიტედმა" 600 მლნ. ფუნტი მიიღოს, რაც ახლოს იქნება მადრიდის "რეალის" შემოსავალთან, რომელიც თავისი ფორმის მწარმოებლის, Adidas-გან 31 მლნ. ფუნტს იღებს ყოველწლიურად.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2014/15 წლების სეზონში "იუნაიტედი" თავისი ახალი სატიტულო სპონსორისგან, Chevrolet-სგან კონტრაქტის მიხედვით წლირად 53 მლნ. ფუნტს მიიღებს.