თბილისი:
მანჩესტერი:
3-07-2014, 21:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1478,
კომენტარები: 9
ერერას ინტერვიუ
ერერა ბრიტანულ პრესას ესაუბრა.
ერერას ინტერვიუ
25 წლის ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ბილბაოში დაიბადა და ამაყი ბასკია, პროფესიონალურ კარიერას არაგონში, "რეალ სარაგოსასთან" ერთად შეუდგა, სადაც მამამისი მუშაობდა.

ერერა "სარაგოსას" რიგებში იყო, მაგრამ 19 წლამდე ჟურნალისტიკის სწავლას მაინც განაგრძობდა.

"ოღონდ სპორტული ჟურნალისტი არა" - ამიხსნა, როცა ბილბაოში შევხვდი.

"ეს არაობიექტურია. ჩემი მწვრთნელი, მარსელო ბიელსა შედეგების მიმდინარეობის მიმდინარეობას არ იწონებდა. გუნდი დამსახურების მიხევით უნდა განისაჯოს და არა შედეგის მიხედვით. თუ 3-0 წავაგებდით, ხოლო მატჩის მიმდინარეობისას 15 საგოლე მომენტს შევქმნიდით, მაშინ, როცა მოწინააღმდეგე მხოლოდ 3-ჯერ დაგვირტყამდა კარში, ბიელსას არავითარი პრობლემა არ ჰქონდა."

"მაგრამ თუ ფეხბურთში ვერაფერს მივაღწევდი, მაშინ ჟურნალისტიკაზე უნდა გადავსულიყავი"

"ძალიან მომწონს National Geographic-ი. ყოველდრე ვუყურებდი და ვკითხულობდი. ასევე მომწონს ფოთოსურათები. ტანზანიასა და კენიაში მსურს გამგზავრება."

"ცნობისმოყვარეობა მკლავს, მიტაცებს და მეშინია ზვიგენების. არამგონია ზვიგენი ავზში მყოლოდა. ფეხბურთის პრობლემა ის გახლავთ, რომ დასასვენებლად მხოლოდ სამი კვირა გეძლევა და მთელი ეს დრო ოჯახათან ერთად გავატარე."


ერერამ ზაფხულის მთელი პერიოდი "იუნაიტედში" მისი გადასვლის პრობლემის გადაწყვეტას მოანდომა. შარშან სექტემბერში დაწყებულის აქმე ერერამ წელს დაასრულა.

"დაახლოებით სამი წელია ვაკვირდებით. ის საფეხბურთო ოჯახიდან მოდის - მამამისი შესანიშნავი მოთამაშე და სპორტული დირექტორი იყო. გარდა ამისა შესანიშნავად ლაპრაკობს ინგლისურად." - აცხადებს "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი.

ასე, რომ გასაკვირი სულაც არაა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლოს მოახერხა და ერერა 29 მლნ. ფუნტად გადმოიბირა. ერერა სწორედ ის ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო, ვინც 1998 წლის შემდეგ პირველად ბილბაოს "ატლეტიკს" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუპოვა.

2 წლის წინ "იუნაიტედის" გულშემატკივარი განაცვიფრა ერერას თამაშმა, რომელიც მათ "ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებულ გამარჯვებასი იხილეს.

"ჩვენ საკუთარი თავის სიამოვნებაზე ვფიქრობდით" - ამბობს ერერა.

"ჩვენ არავითარ ზეწოლას არ განვიცდიდით. არავინ მოელოდა ჩვენ გამარჯვებას. შემდეგ ჩვენი 6 ათასი გულშემატკივარი დავინახეთ და ყველანი შევიცვალეთ."

"ეს იყო ჩემი კარიერის საუკეთესო შეხვედრა. 2-0 ვიგებდით და ბიელსამ გაჩერების უფლება არ მოგვცა. ვფიქრობდით, რომ მას ყველაფრის აქვე დასრულება სურდა."

"არა, მას მესამე და მეოთხე გოლიც სურდა. მას შეეძლო შეხვედრა კონტრ-შეტევებზე გადაეწყო, მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ ჩვენთვის უნდა შემოეტიათ. იგი ნამდვილი საფეხბურთო რომანტიკოსია."


ბიელსამ, ძალიან ჭკვიანმა მწვრთნელმა, არამარტო დიდი გავლენა იქონია ერერას კარიერაზე, არამედ მის სათამაშო პოზიციაზეც.

"ჩემი საუკეთესო პოზიცია ნომერი 8 გახლავთ" - აცხადებს ერერა.

ბიელსას ხელმძღვანელობის ქვეშ 6 ნომრად ვთამაშობდი, ისე როგორც ბუსკეტსი "ბარსელონაში", 8 ნომრად, როგორც ჩავი და ინიესტა და ასევე 10 ნომრადაც. ბიელსამ მითხრა, რომ ამ პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ქცევა შემეძლო."

"იუნაიტედი" მრავალფეროვნებას ხშირად მიმართავს, მაგრამ ერერამ მადლობა უნდა გადაუხადოს ბიელსამ ისეთ ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის, როგორიც ის ამჟამადაა.

"ის ყველაზე ორიგინალური, განსხვავებული, ინდივიდუალური ადამიანია მათ შორის, ვინც ოდესმე მინახავს." - აცხადებს ერერა.

"იგი გასაოცარი გონების პატრონია. საფეხბურთო ხედვის გასაოცარი უნარი აქვს. ის არაფერს ტოვებს შემთხვევითობის წინაშე - მას ყველაფრის გაკონტროლება უყვარს."

"მან დანამდვილებით იცის თუ რისი გაკეთება შეუძლია ამ ფეხბურთელს და რისი არა. რწმუნდება, რომ ყველა მისი კონტროლის ქვეშაა. მინახავს როგორ ესაუბრებოდა მინდვრის მომვლელს 45 წუთის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საუბრის დაწყებამდე მინდორი შეისწავლა კიდეც."

"ის სხვებს სთხოვს იმას, რასაც საკუთარ თავს. არასდროს მინახავს ასეთი ბეჯითი სამწვრთნელო შტაბი, როგორიც ეს იყო. ჭკუიდან გადადიოდა, სავარჯიშო ნივთები ერთი მეტრით იქითაც რომ ყოფილიყო."

ერთხელ ფეხები სკამზე მეწყო. მოვიდა, ჩამომაღებინა და მითხრა: "ოდესმე გინახავს, რომ ასე ვმჯდარვარ?"

"ძალიან უნდა გიყვარდეს ფეხბურთი, რომ მას შეეწყო. მე გამიმართლა, ძალიან მიყვარს ფეხბურთი. მე ვიდეოებსაც ვუყურებ. სხვებს კი უბრალოდ თამაში უყვართ."

"ისინი ნამდვილად დაიტანჯებიან ბიელსას ხელში. მე 2 წლის განმვლობაში ვიყავი მასთან ერთად და ყოველთვის სასტარტო თერთმეტეულში. მისი მადლიერი ვარ, მაგრამ ნამდვილად მსიამოვნებს არდადეგები."


"იუნაიტედმა" შეისყიდა ფეხბურთელი, რომელიც ყოვლე სეზონში სულ უფრო და უფრო უმატებს. მერე რა, რომ ახლა ბიელსას ხელში არ იქნება.


manchestereveningnews
სიახლეები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 ივლისი 2014 21:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მაგაზე უარეს დღეში ჩააგდებს ვან გაალი. ტუ მაგას ეგუებოდი და ეგ პროგრესირებაში გეხმარებოდა, სწორედ რომ ზედგამოჭრილია შენთვის ლუიტო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
3 ივლისი 2014 21:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეჰ შვილო შენ ვან გაალთან დაიწყებ ეხლა თამაშსს და ნახავ რა არი სიმკაცრე wink
0
№3
ავტორი: DaTo_O
3 ივლისი 2014 21:58
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
აუ ამ,ას რა ელოდება ვან გაალთან რომ იცოდეს wink არამარტო ამას ყველას იმენა წურვა იქნება ფეხბურთელების მერე კი აღარ იქნებიან კლუბში ქლევერლები იანგები და ვალენსიები ყველა ვინც დაიმსახურებს ის დარჩება კლუბში winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№4
ავტორი: Count Alucard
3 ივლისი 2014 23:06
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ძალიან ნიჭიერია ჰერერა და დიდ იმედებს ვამყარებ ამ ბიჭზე მომავალ წელს, ეპლი უნდა დავიბრუნოთ და დავბრუნდეთ კუთვნის ალდგილზე. მომავალ წელს 21 უნდა ეწეროს ჩვენი პრემიერ ლიგის ისტორიაში. love
0
№5
ავტორი: LizarD
4 ივლისი 2014 02:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ამის თამაშები ვისაც ნანახი აქვს ეცოდინება რომ ზუსტად ეს აკლდა სქოულზის წასვლის შემდეგ იუნაიტედს - ფანტაზია. ზედგამოჭრილია.
0
№6
ავტორი: Macklemore
4 ივლისი 2014 03:13
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმედია გაამართლებს მასზე გაწეულ ავანსებს!
0
№7
ავტორი: red devil
4 ივლისი 2014 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ვნახოთ რას იზავს იმედია სწრაფად გაივლის ადაპტაციას და შეეგუება ინგლისურ ფეხბურთს
0
№8
ავტორი: chudikone
4 ივლისი 2014 10:18
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვან გაალმა დარეკა..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: RedGirl
4 ივლისი 2014 11:53
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
სიმკაცრე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top