თბილისი:
მანჩესტერი:
3-07-2014, 11:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1684,
კომენტარები: 8
ერერა - წარმატება გარდაუვალია
რატომ უნდა მიაღწიოს ანდერმა წარმატებას?
ერერა - წარმატება გარდაუვალია
"მანჩესტერ იუნაიტედი" და მის ირგვლივ მყოფნი ნამდვილად ბედნიერნი იქნებიან ისეთი ტრანსფერის განხორციელებით, როგორიც ანდერ ერერას ბასკური კლუბიდან მანჩესტერულ კლუბში გადმოყვანაა.

30 მლნ. ფუნტზე ცოტა ნაკლები თანხის გადახდა, უკვე მიუთითებს ედ ვუდვორდის გაწეულ ღვაწლზე. ეჭვი არ გვეპარება, რომ ერერა წარმატებას მიაღწევს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად, რადგან მას უკვე აქვს წარმატება მიღწეული ლა ლიგაში.

ერერა - წარმატება გარდაუვალია


პრემიერ-ლიგა დაფუძნებულია უშუალოდ ფიზიკურ ძალაზე, რომელიც თავად ფეხბურთელებისგან გამომდინარეობს და ორთაბრძოლებზე, რომლის დროსაც ინგლისელი მსაჯები "მწვანე შუქს" ანთებენ. მეორეს მხრივ კი გვაქვს ლა ლიგა - რომელიც ცნობილია თავისი სტილითა და სიმულაციით, რომლებიც გაცილებით დაუსჯელნი რჩება. მსაჯები მართლაც იცავენ ფეხბურთელებს გარკვეულ წილად და ამ ჩემპიონატის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე ერერას საშუალოდ 15 წართმევა გამოსდიოდა ერთ მატჩში. ეს კი საკმაოდ კარგი შედეგია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერერამ მხოლოდ 8 ყვითელი ბარათი მიიღო სეზონში.

პრემიერ-ლიგასი მას კიდევ უფრო მეტი თვისუფლება ექნება მოთამაშეებთან ბრძოლაში. მისი ყველაზე სარგებლიანი მატჩი კატალონიიის "ბარსელონას" წინააღმდეგ შედგა, რაზეც წინა სტატიაში ვრცლად გიამბეთ.

მისი შემტევი მონაცემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონში 53 საგოლე შეტევა შექმნა, რაც საშუალოდ 1.6 შეტევაა ერთ შეხვედრაში და სულაც არ არის ცუდი შედეგი იმის გონზე, თუ რას უნდა მოელოდე 30 მლნ. ფუნტზე ნაკლები ღირებულების ფეხბურთელისგან. მისი სტილის შესახებ მთელი დღის განმავლობაში შეიძლება საუბარი, მაგრამ ფაქტი ერთია - ის დიდებული ბიჭია, რომელსაც საოცარი ტემპერამენტი აქვს და ის აუცილებლად იმოქმედებს დადებითად კლუბზე თვისი მომღიმარი სახით, რომელიც მუდამ დასთამაშებს სახეზე.

ერერა - წარმატება გარდაუვალია


ერერა - წარმატება გარდაუვალია


ანდერ ერერას სტატისტიკა:

თავდასხმა


ჩატარებული შეხვედრები - 33

სახიფათო მომენტების რაოდენობა - 53

საგოლე გადაცემები - 5

კარისკენ დარტყმები - 50

კარში დარტყმები - 38%

გოლები - 5

საგოლე მომენტების რეალიზაცია - 10%

თავდაცვა


ბურთის წარმატებული ართმევა - 88 (2.4. ერთ თამაშში.)

ყვითელი ბარათები - 7

წითელი ბარათები - 0

მოგებული ორთაბრძოლები - 65%

სტატისტიკას თუ შეხედავთ, დაინახავთ, თუ რამდენ ართმევას აკეთებს ერთ შეხვედრაში, მაგრამ ყურადღება მიაპყარით წითელი ბარათების რაოდენობას. მას ის არ აქვს. ისეთ მოთამაშეზე, რომელიც ასე ხშირად აკეთებს ვარდნას, მითუმეტეს ლა ლიგაში, ალბათ იფიქრებდით, რომ ერთი წითელი ბარათი მაინც უნდა ჰქონოდა. ეს ყველაფერი რა თQმა უნდა მის სასარგებლოდ მეტყველებს, მითუმეტეს, რომ იგი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ითამაშებს.

manutd8.com
სიახლეები, სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 ივლისი 2014 11:23
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
წინა სტატიაში ამ ბიჭზე გაცილებით ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ სტატისტიკური მონაცემები არ იყო. ახლა პირიქითაა და იმედია დაგაინტერესებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Lev
3 ივლისი 2014 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
საინტერესოა)) საქმეში უნდა ვნახოთ როგორია. პრემიერლიგაში იმედია გაქაჩავს....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: Manchester_M
3 ივლისი 2014 12:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
საგოლე მომენტების რეალიზაცია არ დამევასა მარტო დანარჩენი ნორმალური და კარგი აქ :)
0
№4
ავტორი: ლადო
3 ივლისი 2014 12:22
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ დუმბო)))

რავიცი ვფიქრობ, რომ ჯერ ყველაფერი წინ აქვს და ყველაფერს გააუმჯობესებს
0
№5
ავტორი: love united
3 ივლისი 2014 12:57
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კროოსს იყიდის რეალი 25 მილიონად. ჩვენ ზატო ერერა ვიყიდეთ 36 მილიონად. areyoukiddingme
0
№6
ავტორი: GeorgeBest
3 ივლისი 2014 13:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შეტევაში უკეთესია მაგრამ იმედია გაამართლებს ცენტრალურ ნახევარმცველად
0
№7
ავტორი: salome-rooney
3 ივლისი 2014 17:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
მაინტერესებს როგორი იქნება ეშმაკუნებში
0
№8
ავტორი: RedGirl
3 ივლისი 2014 17:33
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
იმედი მაქვს კარგად მოგვერგება და ის ხე ფელაინიც ათამაშდება რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top