"ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელის, პოლ ლამბერტის ახალ ასისტენტს, როი კინს იმედი აქვს, რომ სარგებელს მოუტანს ბირმინგემულ კლუბს.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ როი კინი პოლ ლამბერტის ასისტენტი გახდა, მაგრამ ამავდროულად ისლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის როლიც შეინარჩუნა.
კინს იმედი აქვს, რომ მისი გამოცდილება "ვილას" დაეხმარება. ბოლო სამი წლის მანძილზე ბირმინგემელები მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძოდნენ.
"მარტინთან მუშაობის შედეგად მიღებული გამოცდილებით ვასკვნი, რომ მოთამაშეებთან სიახლოვე უკეთესია. "ვილაში" სხვა როლი მაქვს, მაგრამ ადაპტირებას შევძლებ და მთავარ მწვრთნელად ყოფნის ჩემი გამოცდილება დამეხმარება, რადგან მთავარ მწვრთნელად ყოფნა რთულია."
"იმედი მაქვს, პოლს სამუშაოს გავუიოლებ. იმედი მაქვს სწორედ ის ვარ, ვისაც პოლი ენდობა. მოთამაშეებთან და პერსონალთან საერთოდ ენის გამონახვას შევძლებ."
"მოთამაშედ და მწვრთნელად ყოფნის შედეგად გარკვეული გამოცდილება დავაგროვე და ნათელია, რომ პოლის აზრით მას რაღაცას შევმატებ. სასაწაულის პირობას არ ვდებ, მაგრამ პროგრესის იმედი მაქვს" - განუცხადა კინმა "ვილას" ოფიციალურ საიტს.