დარენ ფლეტჩერი გამოტყდა, რომ მას თბილი და კარგი მოგონებები აკავშირებს ამერიკასთან, სადაც მან შეძლო და წინასასეზონო ტურნეზე პირველად ითამაშა "იუნაიტედის" პირველ გუნდში.
"ეს იყო კარგი, მაგრამ ასევე რთული დღეც, რადგან კლუბის ტრადიციების თანახმად მე სიტყვით უნდა გამოვსულიყავი გუნდის წინ. ტურნეზე სანამ წავიდოდით, გიგზმა და ბატმა მითხრეს, რომ უნდა მესაუბრა ჩემზე. ამას რომ თავი დავანებოთ, ბევრი უნდა მევარჯიშა, რომ მწვრთნელზე შთაბეჭდილება მომეხდინა. საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა."
"წინასასეზონო ტურნე - სეზონის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ამ დროს ფეხბურთელები ერთმანეთს უფრო უახლოვდებიან, რადგან 24 საათი ერთად არიან. ეს ასევე ძალიან ეხმარებათ ახალგაზრდებს, რომლებსაც უწევთ პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად თამაში და ვარჯიში. ისინი თავდაჯერებულები ხდებიან, რდაგან უწევთ პირველი გუნდის ბიჭებთან ერთად ასპარეზობა."