"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი, როი კინი "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელის, პოლ ლამბერტის დამხმარე გახდა.
როი კინმა განაცხადა: "ასტონ ვილას" შევუერთდი და მოუთმენლად ველოდები სეზონის დასაწყისს, ვინაიდან ეს სამუშაო დაუჯერებლად საინტერესოდ მიმაჩნია. ძალიან მახარებს პოლ ლამბერტთან მუშაობის, "ასტონ ვილასა" და ირლანდიის ნაკრების გაწვრთნის შესაძლებლობა."
პოლ ლამბერტი: "როი კინი შესანიშნავად ერკვევა ფეხბურთში, როგორც მოთამაშის, ისევე მწვრთნელის რანგშიც. ის "ასტონ ვილას" უდიდეს სარგებელს მოუტანს. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად სამუშაოს დაწყებას."