თბილისი:
მანჩესტერი:
3-07-2014, 10:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1784,
კომენტარები: 4
"რაღაცას უნდა შეეგუოთ"
რუუდ გულიტი ვან გაალის შესახებ საუბრობს.
რუუდ გულიტს ერთი წამითაც არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი ინგლისსა და საერთაშორისო არენაზე "წითლებთან" ერთად დიდ წარმატებებს მიაღწევს.

"ლუი ვან გაალს ძალიან გაუჭირდება, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ინგლისური პრესის მუშაობის სპეციფიკას. საინტერესო იქნება მის პრეს-კონფერენციებზე თვალის დევნება. ის არის ძალიან კარგი სპეციალისტი, რომელმაც იცის, თუ როგორ იმუშაოს გუნდთან. მწამს, რომ ლუი ვან გაალი "იუნაიტედთან" ერთად წარმატებებს მიაღწევს. მას მუშაობის საკუთარი სტილი აქვს, რომელსაც უბრალოდ უნდა შეეგუოთ. დიახ, ის კონფლიქტური ადამიანია. მაგრამ თუ ვან გაალი რეგულარუად იმარჯვებს, განა სულერთი არაა?"

გულიტი ასევე თვლის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების მომზადებას ინგლისში განახლება ესაჭიროება: "ინგლისური ფეხბურთის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციაზე უცხოელები თამაშობენ. მოთამაშეთა მომზადება სულ პატარა ასაკიდან დაიწყეთ, გაზარდეთ პიროვნებებად და უკვე შემდეგ შექმენით კონკურენტუნარიანი პირობები, რომელშიც თქვენს ნიჭიერ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის რეალური საშუალება მიეცემათ."

redevils.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
3 ივლისი 2014 10:29
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მიხარია, რომ ლუია ჩვენი მწვრთვნელი და არაერთ ტალანტს აღმოაჩენს
0
№2
ავტორი: Manchester_M
3 ივლისი 2014 12:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ბოლო ბოლო ბევრი რომ არავინ იყიდოს აკადემიიდან შეუძლია ნიჭიერი ბიჭების წამოყვანა მჯერა რომ წარმატებას მიაღწევს იუნაიტედთან ერთად :))
0
№3
ავტორი: GeorgeBest
3 ივლისი 2014 13:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კონფლიქტურია იმიტომ რომ მკაცრია. ასეთი ხალხი არ უყვართ ზოგიერთებს და ამიტომაა კონფლიქტური. ფერგისაც ჰქონდა ბევრჯერ მსგავსი შემთხვევები და ბევრიც გაუშვია ისეთი ვისაც სხვა თავზე ხელს გადაუსვამდა იმის შიშით რო არ დაეკარგა. ამიტომ უფრო მისწორდება ვან გაალის მოსვლა
0
№4
ავტორი: RedGirl
3 ივლისი 2014 17:26
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
კაია მოსვმას ყველას თავის ჭკუაზე. სიმკაცრე აუცილებელია. ფეხბურთელი უნდა დადიოდეს მწრთვნელის ჭკუაზე და არა პირიქით!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top