"სპორტინგის" სპორტული დირექტორი, აუგუსტუ ინასიუ აცხადებს, რომ კლუბი მზადაა ვილიამ კარვალიო გაყიდოს.
პორტუგალიური პრესის თანახმად, ლისაბონში მანჩესტერული დელეგაცია ჩავიდა, რათა ვილიამ კარვალიოს ტრანსფერის პირობები შეეთანხმებინა.
ინასიუს სახელი არ დაუსახელებია, მაგრამ განაცხადა, რომ 22 წლის პორტუგალიელისთვის პოტენციური მყიდველი მზადაა მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს.
"ახლა აღარ მოხდება ისე, როგორც ადრე, როცა ფეხბურთელები "სპორტინგს" ნებისმიერ თანხის სანაცვლოდ ტოვებდნენ. ვილიამ კარვალიოს თაობაზე არ ვღელავთ, რადგან გვყავს სხვა ალტერნატივებიც, რომელთაც ასევე სურთ თამაში"
"გამოსასყიდი თანხა "სპორტინს" სერიოზულ მოგებას ჰპირდება. ძალიან კმაყოფილი ვარ მოლაპარაკებებით."
"მოთამაშეთა ტრანსფერების შესახებ მოლაპარაკება რთულია. საჭიროა ძალიან პრინციპული იყო, მაგრამ "სპორტინგს" დიდებული პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება" - უცხადებს ინასიუ კლუბის ოფიციალურ ტელეარხს.