"მანჩესტერ იუნაიტედი" აგრძელებს თავის სატრანსფერო მოღვაწეობას და "ფიორენტინას" 32 მილიონ ფუნტს სთავაზობს კოლუმბიელ ნახევარმცველში. ხუან კუადრადო მშვენივრად გამოიყურება მსოფლიო ჩემპიონატზე კოლუმბიის ნაკრების რიგებში და როგორც იტალური პრესა იუწყება, 26 წლის ნახევარმცველმა ლუი ვან გაალის ყურადღებაც მიიპყრო.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მანჩესტერმა უკვე შესთავაზა 32 მილიონი ფუნტი ფლორენციულ კლუბს. აღსანიშნავია, რომ კოლუმბიელის ტრანსფერით "ბაიერნი" და "ბარსელონაცაა" დაინტერესებული, "ფიორენტინა" კი არ აპირებს კუადრადოს 40 მილიონზე ნაკლებ ფასად გაყიდვას.
წყარო:metro.co.uk
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.