ანდრესი "წითელი ეშმაკების" ბოლო ორ მატჩში ძირითადი მეკარე იყო.სამწუხაროდ ეს ორივე შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედმა" წააგო მინიმალური ანგარიშით.ლინდერგაარდი თავის თანაგუნდელებს მოუწოდებს,რომ მალე დაუბრუდნენ გამარჯვების გზას.
"ბოლო ორ შეხვედრაში მე ძირითადი მეკარე ვიყავი,მაგრამ ამ ორივე მატჩში მარცხი ვიწვიეთ.ეს ძალიან სამწუხაროა თან ჩვენ ორივე მატჩში მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით.ჩემთვის ძალიან რთულია ამის შესახებ ლაპარაკი,მაგრამ ეხლა კონცენტრაცია გვჭირდება,რადგან წინ ურთულესი მატჩში გველოდება "ქპრს" წინააღმდეგ." - განაცხადა ანდრესმა.
ლინდერგაარდი ასევე გუშინდელ მატჩის შესახებ საუბრობს.
"სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო იყო.ძალიან ხმაურიანი,ხმამაღალი შეძახილები ისმოდა,აქედან გამომდინარე ჩვენ ერთმანეთის არ გვესმოდა და იძულებულნი ვიყავით გვეყვირა.ვცდილობდით სპეციალური "ჟესტების" საშუალებით გვენიშნებია ერთმანეთისათვის.ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო."
"გუშინდელ მატჩში ფილ ჯონსმა ძალიან კარგად ითამაშა.მან დაადასტურა,რომ ის ღირსია ძირითადში თამაშის.მომდევნო რამოდენიმე თვის მანძილზე მისი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გუნდისათვის." - დაასრულა ანდრესმა.