ტომ ქლევერლი თვლის, რომ აშშ-ში გამგზავრება ძალიან სასარგებლო იქნება "იუნაიტედის" ფეხბურთელებისთვის.
"ამერიკული ფეხბურთი ბევრ ასპექტში ჰგავს ინგლისურს. მაგრამ ისინი უფრო ფიზიკურ კონდინციებს აფასებენ ჩვენ კი ტექნიკურს. ამერიკას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ახალ სეზონს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ. ამასთანავე იქ ჩვენ გვყავს დიდი რაოდენობით გულშემატკივარი, რაც ძალიან სასიამოვნოა." - აცხადებს ტომი manchestereveningnews.co.uk-თან.
"ჩვენ მძიმე სამუშაო გველის. მოთამაშეებს არ უყვართ სეზონის ეს ნაწილი, მაგრამ ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ეს ტურნე იქნება ფუძე, რაზეც შემდეგ მთელი ჩვენი სეზონი აეგება. ძალიან მომენატრa ჩემი თანაგუნდელები და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ მათ."