მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი მაიკლ კერიკი მოხარულია ერერას ტრანსფერით. "მე მითამაშია ერერას წინააღმდეგ , ის ძალიან კარგია"– განაცხადა ინგლისელმა.
ის იმსახურებდა უფრო ძლიერ გუნდში თამაშს, მას სურს დაიწყოს თამაში რაც შეიძლება მალე, ჩვენ ყველა ველოდებით მის პირველ მატჩს და დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველაფერს გააკეთებს წარმატების მისაღწევად
მოუთმენლად ველი ვან გაალთან შეხვედრას და მასთან მუშაობას , გასულ სეზონში იყო იმედგაცრუება, ჩვენ ვან გაალისგან უნდა ვისწავლოთ ბევრი რამ, მისგან მუდმივად სწავლობენ და გასული სეზონის კრახიც დაგვეხმარება ამ ყოველივეში.
ჩვენ ჯერ კიდევ ვართ მაღალი დონის კლუბი და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გავძლიერდებით, რათა კვლავ ჩავებათ სატიტულო მარათონებში .
ინგლისელი ასევე შეეხო , რიო ფერდინანდის და ნემანია ვიდიჩის კლუბიდან წასვლას "ეს ორი რეალური ძალა მოთამაშეების სახით დიდი დანაკლისია , კლუბის ლეგენდები, დიახ, ჩვენ დაგვაკლდება მათი სიძლიერე , მაგრამ ამავე დროს ეს არის შანსი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რათა დაიმკვიდრონ ადგილი. კლუბში ნამდვილად ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი და მონდომებული ბიჭები არიან, რომლებსაც შეუძლიათ მათი შეცვლა ". - განაცხადა კერიკმა SkySport–თან ინტერვიუში