manutd.com - ის ჟურნალისტი, მარკ ფროგატი თვლის, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივარმა მომავალს ოპტიმიზმით უნდა შეხედოს, რადგან "წითლებმა" დიდებული ტრანსფერები განახორციელეს. "გამომდინარე იქიდან, თუ როგორი ტრანსფერები განახორციელა "იუნაიტედმა", გულშემატკივარი მომავალს ოპტიმიზმით უნდა უყურებდეს. დიახ, ფასი, რომელიც ახალწვეულებში იქნა გადახდილი საკამთო თემაა, მაგრამ ეს საკითხი უკვე დიდი ხანია აღარ იწვევს ევროპული ფეხბურთის მოყვარულთა გაოცებას. სიმართლე ის გახლავთ, რომ "იუნაიტედმა" შეიძინა ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ითამაშებენ მაღალ დონეზე"
"ანდერ ერერა - არც თუ ისე ცნობილი ფეხბურთელია ბრიტანეთში, მაგრამ თუ ესპანელ ექსპერტებს ჰკითხავთ, უეჭველად გეტყვიან, რომ ის "ოლდ ტრაფორდზე" დიდ წარმატებას მიაღწევს."
ესპანელი საფეხბურთო ექსპერტი, გილიემ ბალაგიე:"დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წელს ყველა იმაზე ისაუბრებს, თუ რაოდენ დიდებული ფეხბურთელი შეიძინა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერერას სახით. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ საფეხბურთო ჭკუა და სწრაფი ფეხები ანდერს მალევე აქცევს ესპანეთის ნაკრების მნიშვნელოვან ფეხბურთელად."
"რაც შეეხება შოუს, პრემიერ-ლიგის გულშემატკივრები მასზე დადებითი აზრისანი არიან. ლუკის ყოფილი თანაგუნდელი, რომელიც "ლივერპულს" შეუერთდა აცხადებდა: "ლუკ შოუ - ეს ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც სრულად იმსახურებს იმას, რაც ბედმა არგუნა. იმ ყველაფრის მიღწევა, რაც მას 18 წლის ასაკში აქვს - უბრალოდ დაუჯერებელია."
ასე, რომ რატომ არ უნდა იქონიონ დიდი იმედი "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა მომავალ წელს? დიახ, კლუბს უამრავ რამეზე აქვს სამუშაო და ჯერ ადრეა პროგნოზების კეთება, მაგრამ მიზეზს ვერ ვხედავ იმისა, თუ რატომ არ უნდა იბრძოლოს ვან გაალის სამეგობრომ ტიტულისთვის მომავალ წელსვე. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ "მანჩესტერ იუნაიტედია"